ამერიკულ ინტერნეტ-სეგმენტში დიდი აჟიოტაშია. ასობით და ათასობით ბლოგი, საიტი თუ ტვიტერ-გვერდი ეძღვნება ქუჩის საპროტესტო სუპერაქციას, რომელიც ნიუ-იორკში, ა/წ-ის 17 სექტემბერს უნდა გაიმართოს. პროტესტის ადგილი - უოლ სტრიტი. აქციას ამზადებს მოძრაობა OccupyWallStreet - "დავიპყროთ უოლ სტრიტი"; მის საორგანიზაციო ცენტრს წარმოადგენს ჯგუფი Adbusters - ჩრდილოეთ ამერიკის რადიკალური ანტიკონსუმერისტული მოძრაობა, რომელიც გამოდის ბანკებისა და კორპორაციების, ჰეგემონიის წინააღმდეგ.