17 ოქტომბერს უკრაინულ Fashion Week-ზე, დიზაინერმა ბიჭოლა თეთრაძემ და მისმა პარტნიორმა ანუკი არეშიძემ წარმოადგინეს თავიანთი ერთობლივი ნამუშევარი 2012 წლის გაზაფხული-ზაფზულის კოლექცია, რომელშიც გამოყენებული იყო ძირითადად აბრეშუმის და შიფონის ქსოვილი და რომელიც გამოირჩეოდა მკვეთრი ფერებით. ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ კახი კალაძე, სალომე ღვინიაშვილი და ბევრი იქ მოღვაწე ქართველი, ხოლო შოუს მუსიკალურად აფორმებდა მომღერალი ნატო მეტონიძე
მოგვიანებით ჩვენების დასრულების შემდეგ ყველამ ერთად OK ბარში AfterParty-ზე გადაინაცვლა, სადაც უკვე კახის და ანუკის მათი 2 წლის, პატარა ლევანიკოც შეუერთდა. როგორც სურათებიდან ჩანს ანუკი მეორე ბავშვზეა ორსულად.