მთავარი » 2011 ოქტომბერი 21 » ადამიანი
9:39 PM ადამიანი | |
ტვინი დამიანის "მე", ინტელექტის სადგური, ცოცხალი გამომთვლელი მანქანა, ბუნების საიდუმლოებების აღმომჩენი, არსებულის ზუსტი შემფასებელი, უზენაესი მართლმსაჯული სხეულში და მის გარეთ, დიაგნოზის შეუცდომლად დამსმელი, მომავლის მჭვრეტელი, პროგნოზის განმსაზღვრელი, სიცოცხლისა და მიზანდასახული ცხოვრების მმართველი. გონებრივი მუშაობა იგივე ტვინის მუშაობაა, იგი ერთადერთი მოაზროვნე ორგანოა, რომელიც საკუთარ აზრებს ახმოვანებს ადამიანში. ტვინის მარცხენა ნახევარსფერო დაკავშირებულია დადებით, მარჯვენა კი უარყოფით ემოციებთან. ხატოვან აღქმას განაგებს მარჯვენა ნახევარსფერო, ხოლო ლოგიკურ აზროვნებას - მარცხენა. ტვინს არ შეუძლია გასცეს ბრძანება ორგანიზმს გარეთ, უშუალოდ იმოქმედოს გარემოზე და შეცვალოს იგი, მაგრამ ორგანიზმს შიგნით ის ყოვლისშემძლეა! ადამიანის ტვინი უმაღლესი განმკარგულებელი ორგანოა. ის ყველა სხვა სისტემას, ორგანოსა და ქსოვილს მოთხოვნებს უყენებს. ეს უკანასკნელნი კი ამ მოთხოვნებს დაუყოვნებლივ ასრულებენ თუნდაც იმიტომ, რომ თავისი ფუნქციონირებით უზრუნველყონ ტვინის მოქმედების უნარი და თავისი თავიც არ გამოითიშონ სიცოცხლიდან. ტვინი არასოდეს სარგებლობს თავისი მაღალი მდგომარეობით, ის ამაყია, მაგრამ სავსებით სამართლიანი, თავმდაბალი და შრომისმოყვარე. მბრძანებელია, მაგრამ მის მიერ გაცემული ყოველი ბრძანება თითოეული ორგანოს კეთილდღეობას ემასხურება. ნორმალური ადამიანის ტვინი იწონის 1424 გრამს. გული სიცოცხლის ძრავა, უნიკალრი გენერატორი, რომელიც გამოიმუშავებს ბიოლოგიურ ელექტროდენს და მთელ სხეულში ავრცელებს მას. გული 300 გრამია, მისი სიხშირე 75-ია. იგი იცვლება პოზიციის მიხედვით. მწოლიარე - მაჯისცემა 60-ია; მჯდომარე - 65; მდგომარე - 75; სიარულისას - 80; ფიზიკური დატვირთვისას - 90-100 და მეტიც. გული არის 1/375 ცხენის ძალიანი ცოცხალი ძრავა. თუ ჭრილობიდან სისხლი გადმოვა, დაზიანებული ადგილიდან ფორმირდება ტვინი, რომელიც სასწრაფოდ უბრძანებს გულს დაზიანებული ადგილის აღდგენას და გულიც მაშინვე ჩაერთვება ბრძოლაში. იგი 70 დარტყმიდან 90-100 დარტყმაზე გადადის. გაძლიერებული მუშაობით მომეტებულ სისხლს აგზავნის ჭრილობის არეში, მეტ ჟანგბადს აწვდის ქსოვილს და სხეულის დამცველ ჯარისკაცებს - სისხლის თეთრ ბურთულებს (ლეიკოციტებს) მიუსევს შეჭრილ ინფექციას და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავს. თეთრი ბურთულები ბრძოლაში კვდებიან (ჩირქის სახით). გული განუწყვეტლივ აგზავნის ლეიკოციტებს ბრძოლის ველზე და ისინიც ამარცხებენ ინფექციას. ბრძოლა ცხრება და ჭრილობაც ხორცდება. და აი ასეთი შრომისმოყვარე და მებრძოლი ორგანო ჯანმრთელი ორგანიზმის პატრონს სრულებით არ ახსოვს. გული ყურადღებას, პატივისცემას, მოვლას, ხელის შეწყობას და ძილს საჭიროებს (და არა დილის 5 საათამდე კომპთან თვალების დათხრას) თუ ზომაზე ნაკლებად დავტვირთავთ, გაზარმაცდება... რა არის გულის გაზარმაცება?.. მაგალითად გაზმორება მეტი არაფერია, თუ არა დიდი ხნით დასვენებული კუნთის მიერ მოძრაობის და მუშაობის მოთხოვნა. ამრიგად, თუ ამ დროს არ ვუშველეთ, არ დავეხმარეთ და ფიზიკური შრომით არ დავტვირთეთ, გული შრომისმოყვარე მუშიდან "პროფესიონალ ზარმაცად" გადაიქცევა... სისხლი კარგად მოგეხსენებათ, წყალი აუცილებელი საარსებო საშუალებაა. წყალში წარმოიშვა სიცოცხლე. სინესტეც წყალგარეული ჰაერია. ჰაერს რომ ტენიანობა არ ჰქონდეს, იგი სასუნთქად არ გამოდგებოდა. ბიოლოგიურ სამყაროში წყალი ყველგანაა, ის ძირითადი საფუძველია ადამიანის, ცხოველის თუ მცენარის სიცოცხლისა. ადამიანის ორგანიზმში 65 % წყალია (აქედან 22% ძვლებში). საკმარისია მან 10-20 % წყლისა დაკარგოს და იგი დაიღუპება. არსებობს კი ჩვენს პლანეტაზე წყალზე უკეთესი სითხე? წყალზე უკეთესი რასაკვირველია არა, მაგრამ არის სითხე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისთვის, მისი ზრდისთვის, წყალს მისი შეცვლა არ შეუძლია და არც აქვს ამის პრეტენზია... რა სითხეა ეს?.. რძე! იგი სრულიად არ გავს წყალს, არც გემოთი არც ფერით არც შემადგენლობით... რძე იმდენ საჭირო ნივთიერება შეიცავს, რომ მას ამ მხრივ წყალი ვერ შეედრება. (რძე შიცავს: 87,41 % წყალს, რომელშიც გახსნილია, ნახშირწყლები, ცხიმები, ცილები,. მინერალური მარილები, ქიმიური ელემენტები (კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი, ქლორი, გოგირდი, რკინა, სტრონციუმი, მანგანუმი, იოდი, ფტორი, სპილენძი, ბარიუმი, ტიტანი და ა.შ.) მცირე მაგრამ სიცოცხლისთვის საჭირო ოდენობით ვიტამინებს, ფერმენტებს და ჰორმონებს) დედის რძე ოდნავ მოტკბო და აფსოლიტურად სტერილურია. მასში მავნე მიკრობები ვერ მრავლდებიან, თუ მოხვდებიან მაშინვე იხოცებიან. გამოდის, რძე მაცოცხლებელი წყალიც ყოფილა და უნივერსალური საკვებიც... ეს იმას ნიშნავს რომ მასზე უკეთესი სითხე არ არსებობს... არა! არის წყალზე და რძეზე უკეთესი სითხე, ესაა სისხლი, რომელიც მუდამ მუშაობაშია, ფერიც განსაკუთრებული აქვს, სიცოცხლის მასაზრდოებელია, სხეულისთვის ძალის მიმცემი, ადამიანის სილამაზის წყარომ, მისი ჯანმრთელობის საფუძველი, მუდამ მჩქეფარე და შეუჩერებელი. სისხლი შედგება II ნაწილისაგან - პლაზმისა და ფორმიანი ელემენტებისაგან. უჯრედებს პლაზმაში წარმოადგენს ფორმიანი ელემენტები: ერითროციტი, ლეიკოციტი და სისხლის ფირფიტები. ადამიანის ორგანიზმი სისხლტან ერტად შედგება 33 ტრილიონი უჯრედია, თითოეულ მათგანზე ზრუნავს სისხლი, რომლიც მათ წყლითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. მამაკაცის სისხლში 5 მილიონი ერითროციტია, ქალისაში კი - 4,5 მილიონი. მოზრდილი ადამიანის სხეულში 5 ლიტრი სისხლი ბრუნავს, ე.ი. გამოდის, რომ სხეულს 25 ტრილიონი ერითროციტი ემსახურება. ეს იმდენად უზარმაზარი ციფრია, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია. თუ ადამიანის ორგანიზმში არსებულ წითელ ბურთულებს (ერითროციტებს) ერთმანეთზე მივაწყობთ და ჯაჭვის სახით წარმოვიდგენთ, ეს ჯაჭვი დედამიწის ეკვატორს სამჯერ შემოეხვევა გარს (პროფ. კანის მიხედვით) ფილტვები ფილტვები ატმოსფეროდან შეიწოვს ჰაერს, საიდანაც იგი იყენებს მხოლოდ ჟანგბადს, როგორც საწვავ მასალას თითოეული უჯრედისათვის. ყოველი შესუნთქვა სიცოცხლეს მატებს ადამიანის ორგანიზმს. კანი სუნთქავს და სხეულს ჟანგბადით ამარაგებს. ფილტვები საკუთარ ენერგიას არ ხარჯავს, მის მაგივრად სხვა კუნთები მუშაობენ. ტვინს, გულსა და ფილტვებს "სიკვდილის ჭიშკარს" უწოდებენ, რადგან თითოეულს ისეთი მოვალეობა აკისრია, რომელსაც სხეულისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ადამიანი წუთში 20-ჯერ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს. ატმოსფერული ჰაერი, რომელსაც ადამიანი ჩაისუნთქავს შეიცავს 20 % ჟანგბადს, 0,03 % ნახშირორჟანგს, 79,93 % აზოტს, ამოსუნთქული კი - 16 % ჟანგბადს, 4 % ნახშირორჟანგს და 79,7 % აზოტს. ჩვენი სუნთქვა ნახევრად ავტომატურია, სურვილის მიხედვIტ შეგვიძლია ავაჩქარით შეგვიძლია შევანელოთ ან საერთოდაც შევწყვიტოთ. ვისუნთქოთ მხოლოდ ცხვირიდან ან პირიდან. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა რ აქვს ჰაერი მაინც ფილტვებში ხვდება სასუნთქი გზების მეშვეობით და ბოოს მოკალათდება ფილტვების საბოლოო დატოტიანების მცირე ბუშტუკებში, რომელტაც ალვეოლები ეწოდება (მათი რაოდენობა 300 მილიონამდე აღწევს) ქალები გულმკერდით სუნთქავენ, მამაკაქცები კი დიაფრაგმითა და მუცლის კუნთებით. ფილტვები შეიწოვს ჟანგბადს, გამოყოფს ნახშირორჟანგს, ნახშირორჟანგი ადამიანისთვის შხამია, ამიტომ სხეული მას ფილტვების მეშვეობით ატმოსფეროში გაისვრის. მცენარე ითვისებს ამ გაზს და სამაგიეროდ გამოყოფს სუფთა ჟანგბადს. როგორც ვიცით, 1 ადმაიანში ალვეოლების რაოდენობა 300 მილიონს აღწევს, ე.ი. მთელი კაცობრიობის ალვეოლების რიცხვია 15, ჩვიდმეტი ნულით. ამავე რაოდენობით გამოიყოფა ადამიანთა ფილტვებიდან ნახშირორჟანგი. და თუ დედამიწაზე მთელი კაცობრიობის ფილტვებში არსებული ალვეოლების რაოდენობა შეადგენს 15 00000000000000000-ს, მაშინ მცენარეთა სამყარო ვალშია მთელი კაცობრიობის წინაშე, გამოიმუშაოს და დააკმაყოფილოს ადამიანთა მოდგმა სუფთა ჟანგბადით და ამ ვალს ასრულებს კიდეც ჩვენი საყვარელი და განუშორებელი მეგობარი - დედამიწის ფლორა. ფილტვი შრომობს იმიტომ რომ მისმა პატრონმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაატაროს თავისი სიცოცხლე. იგი მოვალეა სუფთა ჟანგბადი მიაწოდოს სხეულის ყველა სისტემას, ორგანოს ქსოვილს თუ უჯრედს. ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ მას. გრიპი არ შევყაროთ და ანთება არ დავმართოთ. ვეცადოთ მუდამ სუფთა ჟანგბადი და ტენიანი ჰაერი მივაწოდოთ, ბაღის სურნელებით დავატკბოთ... ღვიძლი ღვიძლი მოთავსებულია ადამიანის ფერდქვეშა მიდამოში. ის აბსოლუტურად ყრუ ორგანოა და არავითარი შეხება არ აქვს აგრე სამყაროსთან. ნახევარ კგ-ს იწონის, უამრავი სისხლძარღვი გააჩნია, რომელშიც მუდმივად მოძრაობს სისხლი, მისი უჯრედების რაოდენობა 350 მილიარდს უდრის. სამასორმოცდათი მილიარდი უჯრედი დგას ორგანიზმის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ღვიძლი უდიდესი ლაბორატორიაა ადამიანის ორგანიზმში. იგი მას იცავს როგორც შხამებისაგან, ასევე მოკრობებისგან და ბაცილებისგან. სისხლი ჯერ ღვიძლს გაივლის, რათა მან გაწმინდოს იგი შხამებისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის იგი გულში. ღვიძლს მოვლა ჭირდება, არ უნდა შევაწუხოთ ზედმეთი ალკოჰოლით, ნიკოტინით, შხამებით, ნარკოტიკებით. არ უდნა გავაცივოთ და შაქრიანი ულუფა არ მოვაკლოთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |