შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 19 » მზიანი გულის მწერალი
9:38 PM
მზიანი გულის მწერალი


ინც ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას იცნობს, მის თვალში ეს ადამიანი სიხარულის, სილაღის, მხიარულების განსახიერებაა.
რამდენ ადამიანს მოეფერა ის თავისი სიტყვით, რამდენის გულის გათბობა მოასწრო, რამდენი ხელჩაქნეული შემოაბრუნა, მოაქცია, დაარწმუნა, რომ ცხოვრება ღირს, რომ სიცოცხლე, მიუხედავად უამრავი უკეთურობისა, მაინც მადლია, მაინც სიკეთეა, მაინც მშვენიერებაა და სანამ ცოცხალლი ხაა, შენც უნდა მოუარო, მოესიყვარულო, ამრავლო და აღორძინო.
იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებულს, სიტყვა არასოდეს შემოელოდა, მის გვერდით ვერ მოიწყენდი. სიცილი ნოდარისთვის თვითდამკვიდრების ფორმა იყო, ამიტპმაც ხშირად ამბობდა: "მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმისთვის ავირჩიეო."
სწორედ სიცილით შეგვაყვარა მან თავისიუსაყვარლესი გმირები.
ნოდარ დუმბაძე - ეს სახელი და გვარი დღესკარგად არის ცნობილი საქართველოშიც და საქართველოდან შორსაც. იგი ერთ-ერთი საყვარელო მწერალია ქართველთათვის. მისი პერსონაჟები მხათვრული ფილმებიდანაც გვესაუბრებიან.
ნოდარ დუმბაძის გულსა და შემოქმედებაში მზე ენთო და ანთია მარადიულად...
ქართველ მწერალთაგან იშვიათად თუ რგებია ისეთი პოპულარობა, როგორიც ნოდარს ხვდა წილად.
იგი ბევრი საბავშო ლექსისა, მოთხრობისა და რომანის ავტორია.
დროის სწრაფ სრბოლას ყოველტვის უჩიოდა ადამიანი. ამიტომაც შექმნა არა უბრალო სიტყვა, არამედ მხატვრული სახე-წუთისოფელი. ბედნიერია, ვისაც ამ ჩქარ დინებაში არ დაუკარგავს, არ გაუფლაგავს ღვთით მომადლებული ნიჭი, ვისაც კმაყოფილებით შეუძლია გახედოს თავის სწრაფად ჩავლილ ნაყოფით სავსე წლებს, სწორედ ეს ითქმის ნოდარზე- მან ბევრის თქმა მოასწრო, ბევრსაც დარჩა სათქმელი...
25 წელი გვაშორებს მისი ამ ქვეყნიდან წასვლიდან, მაგრამ მისი სახელი კიდევ უფრო და უფრო მაღლდება... იგი მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა, ვერც სიკვდილმა ვერ გაუნელა სიტბო და სიყვარული ქართველ ხალხს მისადმი-პირიქით დღეს მეორედ ეზიარა უკვდავებას, როცა მისი ნეშტი ბავშთა ქალაქიდან, სადაც მას თავდაპირველად მიუჩინეს ბინა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის თხოვნით გადმოასვენეს მთაწმინდის საზოგადო პანთეონში და საბოლოოდ ქართველ კორიფეებთან დამკვიდრდა - მუზების საუფლოში.
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 839 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: