მთავარი » 2011 ოქტომბერი 17 » სპორტის სიახლეები
4:39 PM სპორტის სიახლეები | |
გთავაზობთ უახლეს ინფორმაციებს სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან. ფეხბურთი: 32 წლის მცველმა, რიო ფერდინანდმა შესაძლოა "მანჩესერ იუნაიტედი" დატოვოს და "ჩიკაგოს ფაიერში" განაგრძოს ასპარეზობა. ამერიკული კლუბი რიოს გადაბირებას ზაფხულში გეგმავს, როდესაც ფერდინანდი თავისუფალი აგენტი იქნება. მანჩესტერ იუნაიტედის საუკეთესო ფეხბურთელად ნანი დასახელდა, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ მან რეიტინგში გადაუსწრო ვაიენ რუნის. წლის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და ძვირადღირებული კლუბი კვლავ "მანჩესერ იუნაიტედია." კრისტიანო რონალდო "ლა ლიგის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "პიჩიჩის" თასი მოიპოვა. მან "ლა ლიგაში" 41 გოლი გაიტანა და 10 გოლით გაუსწრო თავის კონკურენტს ლიონელ მესის. 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი ჩუს პერედა. ესპანური კლუბის, "მალიორკის" აქციების 10%-ს ნადალების ოჯახი უკვე დიდი ხანია ფლობს, რასაც რაფაელ ნადალის ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული განაპირობებს. როგორც სჩანს ნადალებს მობეზრდათ კონფლიქტი სხვა აქციონერებთან და საბოლოოდ გადაწყვიტეს დატოვონ კლუბი(ასე იუწყება zimbio.com). შოტლანდიის ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ფლეთჩერის გარეშე მოუწევს ასპარეზობა. გთავაზობთ გვარდიოლას ინტერვიუს: "ჩვენ დაუმარცხებლები სულაც არ ვართ. ჩვენ მუდამ ვიღებთ კომპლიმენტებს, რაც ჩვენმა წარმატებამ განაპირობა. ჩვენ ხომ ბოლო 14 ჩემპიონატიდან 11 მოვიგეთ, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ფეხბურთია და ჩვენი დამარცხება შეუძლებელი სულაც არ არის. აუცილებელია, რომ გუნდმა მოტივაცია არ დაკარგოს, რაზეც ბევრს ვფიქრობ და ხშირად ვესაუბრები ჩემი გუნდის წევრებს." გოლფი: ტაიგერ ვუდსი TOP 50-დან ამოვარდა და ამჟამად 51-ე პოზიციაზეა. თითქოს ამ ჩავარდნამ ლეგენდარულ გოლფის მოთამაშეს სტიმული მისცა და ახლა ის PGA Tour-ში მონაწილეობაზე უარის თქმას აღარ აპირებს. 33 წლის ნომერ პირველმა გოლფის მოთამაშემ ლუკ დონალდმა შეძლო შარშანდელი ტიტულის დაცვა და წელს კვლავ გაიმარჯვა Madrid Masters-ის ჩემპიონატში. ზამთრის სპორტის სახეობები: აღმოჩნდა რომ სიმონ ამანმა ბოლო 5 წლის წლის განმავლობაში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში ყველაზე მეტი რეკორდი დაამყარა. ვარაუდობენ, რომ ამ ზამთარს ამანი კვლავ გააუმჯობესებს შედეგებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სიმონ ამანი უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ლეგენდარული მოციგურავე, 28 წლის ევგენი პლუშენკო უკვე ორ ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ფლობს და ერთ ოქროს მედალს. ის არაერთ გზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია. ხშირად კამათობენ მის შესახებ. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ის ისტორიის საუკეთესო მოციგურავეა, მეორე ნაწილი პირველს არ ეთანხმება. რეალურად ამის გარკვევა მარტივია. ისტორიას არ ახსოვს ევგენიზე ტიტულოვანი მოციგურავე, მაგრამ ხალხის ნაწილი მაინც არ აღიარებს პლუშენკოს როგორც საუკეთესოს. გაინტერესებთ რატომ??? მიზეზი ის არის, რომ ხალხს აღიაზიანებს ევგენის თვისება - ქედმაღლობა და ამპარტავნება. საქმე იმაშია, რომ პლუშენკომ იცის საკუთარი თავის ფასი და ამას არც მალავს. თამამად საუბრობს საკუთარ გამორჩეულ ნიჭზე, რაც ხალხს აღიზიანებს. ევგენიმ გადაწყვიტა საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა და მე-4-ედ იასპარეზოს ოლიმპიურ თამაშებზე, რაც ნამდვილი სენსაცია იქნება. ის ასევე გეგმავს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე გამოსვლას, რაც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ევგენიმ ერთხელ უკვე გააოცა მსოფლიო, როდესაც 4 წლიანი პაუზის შემდეგ, თითქმის გაუვარჯიშებლად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და გაიმარჯვა. ჩოგბურთი: China Open-ის ნახევარფინალში ვერა ზვანაროვა ანა ივანოვიჩთან დამარცხდა ანგარიშით 6-2 6-1. "ტოკიოს" ჩემპიონატში ენდი მარეიმ სამ სეტში სძლია მარკუს ბაგდატისს, ანგარიშით 7-6 2-6 6-4. ცნობილი გახდა, რომ სერენა უილიამსმა სეზონი ნაადრევად დაასრულა და 2012 წლამდე მას კორტზე მაყურებელი ვეღარ იხილავს. გთავაზობთ რაფაელ ნადალის უახლეს ინტერვიუს: "მე მოუთმენლად ველი ოლიმპიური თამაშების დაწყებას ლონდონში. ჩემთვის იქ ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა. საოცარი შეგრძნება მქონდა, როდესაც პირველად გავხდი ლიმპიური ჩემპიონი და რათქმაუნდა სურვილი მაქვს შედეგის განმეორების. ოლიმპიური თამაშები განსაკუთრებით მიყვარს, რადგან იქ შენ მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენ - შენ წარმოადგენ საკუთარ ქვეყანას. ასევე საშუალება გაქვს ჩემპიონატის დროს ურთიერთობა გქონდეს სხვა სპორტსმენებთან, რომლებიც შენი მეგობრები არიან. " | |
|
სულ კომენტარები: 0 | |