მთავარი » 2011 ოქტომბერი 17 » Skype-ში განხორციელებულ ზარებს მომხმარებლისგან ფარულად ჩაიწერენ
4:07 PM Skype-ში განხორციელებულ ზარებს მომხმარებლისგან ფარულად ჩაიწერენ | |
პატენტი თვალთვალზე. Skype-ში განხორციელებულ ზარებს მომხმარებლისგან ფარულად ჩაიწერენ Microsoft-მა გააგზავნა დაპატენტებული მოთხოვნა "ლეგალური დამჭერის" (Legal Intercept) ტექნოლოგიაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მომხმარებლისგან საიდუმლოდ "დაჭერილ" იქნას მისი ზარები, რომლებიც ხორციელდება Skype-სა და სხვა ქსელებში და რომლებიც VoIP-ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული.
Legal Intercept-ის ტექნოლოგია ცვლის მონაცემებს, რომლებიც კავშირის დასამყარებლად გამოიყენება და ისე ალაგებს მარშრუტს, რომ ლაპარაკის ჩანაწერში უხილავი აგენტი ერთვება. Microsoft-ში ამტკიცებენ, რომ დღეს არსებული მეთოდები, რომელთა დანიშნულება ანალოგურ, VoIP-ის და სხვა ქსელებში ლაპარაკის "დაჭერაა" და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა, არაეფექტურად მუშაობს. მაიამის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის სკოლის პროფესორის მაიკლ ფრუმკინის აზრით, ტექნოლოგია დაეხმარება Microsoft-ს რეგულატიურ ნორმათა შესაბამისად მოაწესრიგოს ეს სერვისი, კერძოდ შესაბამისობაში იყოს კანონთან, რომლის მიხედვითაც ტელეკომუნიკაციურმა კომპანიებმა სამართალდამცავ ორგანოებთან უნდა ითანამშრომლონ და ავალდებულებს მათ, საჭიროების შემთხვევაში, სასურველი აბონენტის ლაპარაკი "დააჭერიონონ". თავის მხრივ, კერძო ცხოვრების დაცვის ორგანიზაციის (Center for Digital Democracy) აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ჩესტერი მიიჩნევს, რომ მოცემული ტექნოლოგია დაეხმარება Microsoft-ს მიჰყვეს სტრატეგიულ მიზნებს, კერძოდ, თავის სხვა პროდუქციას Skype-ც მიუერთოს. არ არის გამორიცხული, რომ Legal Intercept-ს Microsoft-ი გამოიყენებს არა პირდაპირი დანიშნულებით, არამედ იმისთვის, რათა მოახდინოს ხმის ტრაფიკის ანალიზი და კონტექსტური რეკლამა გამოიტანოს. როგორც Cnet-ი აღნიშნავს, Skype ადრე არ ამჟღავჯნებდა ხმის ტრაფიკის გაშიფრვის მექანიზმს, რასაც არაერთხელ გამოუწვევია უკმაყოფილება სამართალდამცავ ორგანოთა მხრიდან. ასე, მაგალითად, აპრილში ФСБ-ს სამეცნიერო-ტექნიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ანდრეეჩკინი გამოვიდა წინადადებით აეკრძალათ Skype რუსეთში როგორც სერვისი, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. თუმცა, ამჯერად Microsoft-ი პირობას იძლევა რომ ФСБ-სთან ითანამშრომლებს. 2011 წლის ივნისის დასაწყისში Microsoft-ის რუსეთის წარმომადგენლობის PR-დირექტორმა მარინა ლევინამ, "Microsoft-Россия"-ს პრეზიდენტის, ნიკოლაი პრიანიშნიკოვის განცხადების განმარტებისას თქვა, რომ Microsoft-სა და ФСБ-ს შორის თანამშრომლობის ჩარჩოებში, კომპანია გამოძიებათა ბიუროს გადასცემს თავისი პროგრამული პროდუქტების ყველა გამომავალ კოდს. ერთ ერთი მათგანი შეიძლება გახდეს Skype-ც. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |