მთავარი » 2011 ოქტომბერი 16 » სალვადორ დალი
10:57 AM სალვადორ დალი | |
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში. სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული. ცნობილი ქმნილებები *აპარატი და ხელი *გამჭვირვალე ძროხა *მობანავე ქალი *ქალისა და ცხოველის სიმბიოზი *სიურეალისტური კომპოზიცია *დაუკმაყოფილებული სურვილები *პოლ ელუარის პორტრეტი *უჩინმაჩინი კაცი *ფანტასმაგორა *დიდი მასტურბატორი *ვილჰელმ ტელის გამოცანა *რბილი საათები *ვერმერ დელფტელის მოჩვენება *მედიტაცია საყრდენით *უხილავი საყრდენი *ბინდის ატავიზმი *ათროპომორფული სეკრეტერი *ტელეფონი – ომარი *დივანი "მეი უესტის ტუჩები" *ვენერა მილოსელი ყუთებით *დიდი პარანოიკი *ქალის თავი ბრძოლის სახით *უცნაურობები *გოგონა ფანჯარასთან *მხატვარის მამა დალის მუზეუმი ფიგერასში. საინტერესო ფაქტები *ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი. *ექვსი წლის ასაკში მე მსურდა,ვყოფილიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი,გავმხდარიყავი ნაპოლეონი.ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი. *სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ ოდნავაც არ გემუქრებათ. *ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით. *და მაინც, რაა ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლა, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს. *მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები. *პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. *დიდი მადლობა ჩემს მტრებს.ისინი რომ არა, მე ვერ გავხდებოდი ის,რაც მე ახლა ვარ. *თვითმკვლელები ყველაზე ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |