შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » რუსეთის ფედერაციის მთავრობის განკარგულებით 2025 წლამდე თითოეულ რუს მოქალაქეს ელექტრონულ ჩიპს ჩაუნერგავენ
11:46 AM
რუსეთის ფედერაციის მთავრობის განკარგულებით 2025 წლამდე თითოეულ რუს მოქალაქეს ელექტრონულ ჩიპს ჩაუნერგავენ
რუსულენოვან ინტერნეტში არ წყდება დავა მოსახლეობის საყოველთაო ჩიპიზაციის გარშემო. ამ დროს, ელექტრონული ჩიპების ადამიანის სხეულში ჩანერგვის შესახებ განკარგულებას რუსეთის ფედრაციის მთავრობამ ხელი უკვე მოაწერა. თანაც, 3 წლის უკან. ლაპარაკია "მინპრომენერგოს" (Минпромэнерго) 2007 წლის 7 აგვისტოს № 311-ე ბრძანებაზე სახელწოდებით: "ელექტრონული მრეწველობის განვითარების სტრატეგიის შესახებ 2025 წლამდე".

ამ დოკუმენტის თანახმად, უახლოეს პერიოდში რუსეთის ფედერაციის ყველა მცხოვრებს სხეულში ჩაუნერგავენ ე. წ. "მრავალფუნქციური დანიშნულების მქონე ელექტრონულ მოწყობილობას" (რომელსაც უბრალო ხალხი "ჩიპებს" უწოდებს). აღვნიშნავთ, რომ სამი წლის წინათ ეს ფაქტი ჯერაც შეუმჩნეველი იყო. მთელი ეს დრო რუსეთის ხელისუფლება მსგავს "ვარაუდებს" კონსპიროლოგთა მორიგ ფანტაზიებს მიაწერდა და აქ გასაკვირი არაფერია. მაშინაც კი, როდესაც ჩიპების ჩაკერება სტარტს აიღებს და სრული სვლით მოივლის მთელს ქვეყანას, ეს ადამიანები კვლავ იგივეს მტკიცებას დაიწყებენ: ერთნი - დაკავებული თანამდებობების დაკარგვის შიშით, სხვები - საკუთარი გონებაჩლუნგობის გამო. მაგრამ, ოფიციალური დოკუმენტს, როგორც იტყვიან, ვერავინ წაუვა.

აი, ერთი ციტატა ამ დოკუმენტიდან: "ნანოტექნოლოგიების დანერგვამ კიდევ უფრო უნდა გააფართოვოს მისი გავრცელების არეალი და სულ უფრო ღრმად უნდა შეიჭრას მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. უნდა დამყარდეს მუდმივი კავშირი თითოეულ ინდივიდუმსა და ინტერნეტის ტიპის გლობალურ საინფორმაციო-მმართველ ქსელს შორის.ნანოტექნოლოგია დაინტეგრირდება ბიოობიექტებთან (ანუ ადამიანებთან - ადმ.) და უზრუნველყოფს უწყვეტ კონტროლსა და მათ სიცოცხლისუნარიანობას, გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ამგვარად შეამცირებს სახელმწიფოს სოციალურ დანახარჯებს.

ფართოდ გავრცელდება ჩანერგილი, უმავთულო ნანოელექტრონული მოწყობილობა, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უწყვეტ კონტაქტს მის გარშემო არსებულ ინტელექტუალურ გარემოსთან; მოგვეცემა შესაძლებლობა განხორციელდეს უმავთულო, დისტანციური და პირდაპირი კონტაქტი ადამიანის ტვინსა და მის გარშემო არსებულ ნივთებს შორის; ასევე, სატრანსპორტო საშუალებებსა და დანარჩენ ადამიანებს შორის. ასეთი პროდუქციის წარმოების ტირაჟი, მისი საყოველთაო გამოყენების გამო, წელიწადში მილიარდებს გადააჭარბებს...

რუსეთის ფედერაციის განკარგულებით 2025 წლამდე რუსეთის თითოეულ მოქალაქეს ჩიპი უკვე უნდა ჩაუნერგონ. სამამულო მრეწველობა მზად უნდა იყოს ამ გამოწვევისთვის, რადგან ქსელური სისტემების ყველა კომპონენტის წარმოების შესაძლებლობა ნიშნავს მათ თითოეულ მფლობელზე კონტროლის დამყარებას, რაც მიუღებელია მრავალი ქვეყნისთვის მათი სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით. ანალოგიურ თვალსაზრისს გამოთქვამენ ევროკავშირის ექსპერტებიც ელექტრონიკის მწარმოებელთა გლობალურ ექსპანსიასთან დაკავშირებით, რომელიც მომდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნისა და აშშ-სგან; ასევე აშს-ს განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ტექნოლოგიური ლიდერობა ამ სფეროში. ამიტომაც, 2016-2025 წლების პერიოდში უნდა ველოდოთ ელექტრონიკის როლის გაძლიერებას საზოგადოების ცხოვრებაში და ეკონომიკურად მზად ვიყოთ ნანოელექტრონული ტექნოლოგიების ბაზარზე გლობალური კონკურენციისთვის..."



როგორც ვხედავთ, მომხმარებლებზე სრული კონტროლის დამყარების განზრახვას სრულებითაც არ მალავენ. თანაც, რუსეთის ხელისუფლება გულუბრყვილოდ იმედოვნებს საკუთარ მოქალაქეებზე კონტროლი საკუთარი გამგებლობის ქვეშ შეინარჩუნოს. აი, როგორ კომენტარს აძლევს ამ მოვლენას ბიოლოგიური კიბერნეტიკისა და მმართველობის სისტემების სპეციალისტი, პეტროვსკის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის (Петровская академия наук и искусств (ПАНИ) აკადემიკოსი ვალერი ფილიმონოვი: "დღეს ბევრს წარმოდგენაც კი არა აქვს იმაზე, რომ მიმდინარეობს უდიდესი, გლობალური საინფორმაციო რევოლუცია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩამოაყალიბოს დედამიწაზე ახალი ფორმაცია, სადაც უმაღლეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის და კიბერნეტიკული სისტემების მართვის კანონებს ადამიანთა საზოგადოებაზე გადაიტანენ".
რა ხდება ამჯერად? სანკტ-პეტერბურგის მეტროში პენსიონერებს თავიანთი საპენსიო ბარათებით და საიდენტიფიკაციო ნომრებით თავისუფლად შეუძლიათ გაიარონ მხოლოდ 2-ე და 3-ე ტურნიკეტებში. თუკი ადამიანი გადის სხვა ნებისმიერი ტურნიკეტში, მას სისტემა არ გაუშვებს, გაისმის ზუმერი და მორიგე ეტყვის, სად მართებს მას გავლა. გარდა ამისა, ერთი საათის განმავლობაში შეღავათიანი ტარიფების მფლობელ მოქალაქეებს აქვთ უფლება გაიარონ ელექტრონული მოწყობილობები მხოლოდ ორჯერ. თუ ვინმე მათგანი შეეცდება მესამეჯერაც გაიაროს, მისი ნომერი დაიბლოკება კომპიუტერზე და ამ ბარათის მფლობლისთვის უკვე მისაწვდომი აღარ იქნება სატრანსპორტო საშუალება. აი თქვენ კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის მართვა. ამიტომაც, საჭიროა ჯერ ადამიანებს აუხსნან რა არის საიდენტიფიკაციო ნომერი, რას გულისხმობს ავტომატური იდენტიფიკაცია და რას ბიომეტრიული. და ეს ეხება თითოეულ ჩვენთაგანს, რადგან არცთუ კეთილი ადამიანების გეგმით მთელი კაცობრიობა უნდა ან კიბორგებად უნდა გადაიქცეს ან კიდევ ბიორობოტებად და ეს ფანტასტიკა როდია.

არსებობს ამის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტები და ფაქტები. მაგალითად, არსებობს გლობალური საინფორმაციო საზოგადოების ოკინავის ქარტია, რომელსაც 2000 წელს ხელი მოაწერეს დიდი რვიანის პრეზიდენტებმა. რუსეთში არსებობს "საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგია", არსებობს სხვა არანაკლებ საინტერესო დოკუმენტები. ერთ ერთი მათგანია - მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების ეთიკის ევროპული ჯგუფის დასკვნა, რომელიც მოიწონა ევროკომისიამ, ანუ ევროკავშირის მთავრობამ, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ თითოეულ ადამიანისთვის ძალზედ მომგებიანი და სასარგებლო იქნება უახლოეს მომავალში ჩაინერგოს მიკროჩიპი.

ამ მიკროელექტრონული მოწყობილობის იმპლანტაცია ხდება კანქვეშ, მხარზე და ერთსა და იმავე დროს შეასრულებს ნებისმიერი დოკუმენტის მოვალეობას. ამ ჩიპს საკმაოდ დიდი მახსოვრობა აქვს - სამედიცინო პოლისია, მართვის უფლება, პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა, ელექტრონული ქისა და მრავალისხვა, ყველაფერი მასზე იქნება განთავსებული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბრუნვაში შემოვა ე. წ. ელექტრონული უნაღდო ფული. ადამიანი ფულს ვერ ხედავს, ხელში არ უჭირავს და სრულიად დამოკიდებულია ამ სისტემის ბატონ-პატრონისგან და თუ ის, მაგალითად, ამ სისტემისადმი ლოიალობას არ გამოამჟღავნებს, მისთვის უბრალოდ მიუწვდომელი გახდება ნებისმიერი მატერიალური და საინფორმაციო რესურსები.

მეტსაც გეტყვით, "2025 წლამდე რუსეთის ელექტრონული განვითარების სტრატეგიაში", რომელიც შეიმუშავეს და მიიღეს საიდუმლო რეჟიმში, ამჯერად კი გამოაქვეყნეს, წერია: ""ნანოტექნოლოგიების დანერგვამ კიდევ უფრო უნდა გააფართოვოს მისი გავრცელების არეალი და სულ უფრო ღრმად უნდა შეიჭრას მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში. უნდა დამყარდეს მუდმივი კავშირი თითოეულ ინდივიდუმსა და ინტერნეტის ტიპის გლობალურ საინფორმაციო-მმართველ ქსელს შორის. როგორ შევძლებთ ამგვარი მუდმივი კავშირის დამყარებას? მხოლოდ ჩასანერგი მიკროჩიპის დახმარებით. ნანოტექნოლოგია დაინტეგრირდება ბიოობიექტებთან და უზრუნველყოფს უწყვეტ კონტროლსა და მათ სიცოცხლისუნარიანობას, გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ამგვარად შეამცირებს სახელმწიფოს სოციალურ დანახარჯებს". და შემდეგ: "ფართოდ გავრცელდება ჩანერგილი, უმავთულო ნანოელექტრონული მოწყობილობა, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უწყვეტ კონტაქტს მის გარშემო არსებულ ინტელექტუალურ გარემოსთან; მოგვეცემა შესაძლებლობა განხორციელდეს უმავთულო, დისტანციური და პირდაპირი კონტაქტი ადამიანის ტვინსა და მის გარშემო არსებულ ნივთებს შორის; ასევე, სატრანსპორტო საშუალებებსა და დანარჩენ ადამიანებს შორის". მეტიც, ჩაკერებული მიკროჩიპის მეშვეობით შესაძლებელი იქნება უბრალოდ განადგურდეს არასასურველი ბიოობიექტი.

ეს არის სიტყვები "2025 წლამდე რუსეთის ელექტრონული წარმოების განვითარების სტრატეგიიდან", რომელსაც ხელი მოაწერა მინისტრმა ხრისტენკომ და დაამტკიცა რუსეთის მთავრობამ.

1992 წელს მიღებულ იქნა ერთიანი, გლობალური საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების ინფორმაციოლოგიური კონვენცია, რომელიც გახდა გაერო-ს საპროგრამო დოკუმენტი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები იცხოვრებენ ფიჭურად, ფუტკრებივით. ხოლო "ფიჭები" ერთმანეთს დაუკავშირდებიან ელექტრონულ-საინფორმაციო ქსელების მეშვეობით. ამ "ფიჭების" წინასახედ შეიძლება განვიხილოთ გულაგი (განსაკუთრებული ტიპის საკონცენტრაციო ბანაკი). პარალელები საკმაოდ სერიოზულია, ამიტომაც ვუწოდებთ მსოფლიოს ამგვარ მოწყობას ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკს.

2010 წლის 28 დეკემბერს "Российской газета"-ში გამოქვეყნდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, სოციალური დაზღვევის ფონდის სპეციალისტის, სერგი კოვალენკოს ინტერვიუ, სადაც მან სრულიად ნათლად განაცხადა, რომ რუსეთის ყველა საინფორმაციო რესურსებს, ყველა საინფორმაციო წყაროს მართავენ დასავლეთის საინფორმაციო სისტემები და მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები. მაშასადამე, იქ შესაძლოა არსებობდეს ჩვენთვის უცნობი ისეთი ნიუანსები, რომლებიც, შესაძლებლობას იძლევიან, მაგალითად, ვიღაცისთვის გადაცემული ინფორმაცია გადააგზავნონ სხვა IP მისამართზე (ანუ სხვა კომპიუტერზე - ადმ.).

ამის მაგალითად მას მოჰყავს ოპერაცია "ქარბუქი უდაბნოში" ერაყის პირველ ომში, როდესაც ერთ ღამეს გაჩერდა ერაყის საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა და ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა ამერიკული ავიაციის დაბომბვის შედეგად. ნამდვილად ყველაფერი დასავლური სისტემების კონტროლქვეშაა. მთელი ინტერნეტი პენტაგონს ეკუთვნის.

დავამატებთ კიდევ ერთ არსებით მომენტს. ადამიანის სხეულში ჩანერგილი მიკროჩიპი შესაძლებლობას იძლევა თვალყური მიადევნონ ადამიანის გადაადგილებას რეალურ დროში. არსებობს GPS სისტემა, რომელსაც აკონტროლებს კოსმოსური თანამგზავრი, შენდება რუსული სისტემა "ГЛОНАС", რომელიც უკვე ფარავს რუსეთის ტერიტორიის 80%-ს. ორი-სამი წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება თვალყურის მიდევნება ნებისმიერი ხომალდის, გემის, მანქანის, ვაგონისა და თვით ადამიანის გადაადგილებაზე და ამას განახორციელებენ ელექტრონული კავშირების ამა თუ იმ სისტემით. GPS სისტემა მთელი დატვირთვით მოქმედებს და მისით, სხვათა შორის, სარგებლობენ რუსეთის სამხედრო ძალებიც. შენდება ასეთივე ევროპული სისტემა "გალილეო" და ჩინური "კომპასი". უკვე არსებობს შეთანხმება, რომ დროთა განმავლობაში ასამდე თანამგზავრი სრულიად დაფარავს დედამიწის ზედაპირს და ნებისმიერი ბიოობიექტის გადაადგილების გაკონტროლება შესაძლებელი გახდება.

ნებისმიერ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება, რომელიც მას უფალმა ღმერთმა მისცა და ეს ადამიანი უფლებამოსილია თავისი ნების შესაბამისად განსაზღვროს თავისი ცხოვრება. ჩვენ ვაფრთხილებთ ყველა ადამიანს, რომ ეს ახალი ტექნოლოგიები მათ უბრალო ნახირად გადააქცევენ. აქ ლაპარაკია არა იმის შესახებ, რომ თვალყური ადევნონ ადამიანს, დახარჯონ ტრილიონობით დოლარი იმაზე, რომ ვიღაცის ჭურჭუტანაში იყურონ, არამედ იმაზე, რომ მთელი კაცობრიობა მართონ როგორც ერთი ფარა და მათთვის არასასურველი სუბიექტი ამ ფარიდან ადვილად გაანადგურონ.


ვინ უხელმძღვანელებს გლობალურ საინფორმაციო საზოგადოებას?

თუკი აშენებენ ზენაციონალურ გლობალურ საინფორმაციო საზოგადოებას, ცხადია, მას ვიღაცამ უნდა უხელმძღვანელოს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მართვის აპარატთან არსებობს საინფორმაციო სააგენტო, რომლის გენერალური დირექტორია ალექსანდრე იგნატოვი. ალექსანდრე იგნატოვმა დაწერა საკმაოდ გახმაურებული სტატია სახელწოდებით: "გლობალური ლიდერობის სტრატეგია რუსეთისთვის" და მასში ღიად არის ლაპარაკი იმაზედ, რომ არსებობს ოკულტური მსოფლიო მთავრობა, რომელსაც მართავენ ხასირუდ-ფრანკმასონური მიმართულების დესტრუქციული ლოჟების წარმომადგენლები. ამ ოკულტური მსოფლიო მთავრობის წიაღიდან გამოჩნდება ის ერთპიროვნული ლიდერი, რომელიც ერთდროულად სათავეში ჩაუდგება ყველა რელიგიას და გახდება მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერი.

ჩვენ ძალიან ხშირად და სრულიად უსამართლოდ გვადანაშაულებენ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის უარყოფაში. პირიქით, ჩვენ მივესალმებით ახალ ტექნოლოგიებს, თუკი ისინი გამოიყენებიან კეთილი მიზნებისთვის. მაგრამ, თუკი მათ კაცობრიობის წ, თუკი ისინი გამოიყენებიან კეთილი მიზნებისთვის. მაგრამ, თუკი მათ კაცობრიობის წინააღმდეგ და ადამიანის სულის წარსაწყმედად იყენებენ, ჩვენ პროტესტს ვაცხადებთ. რადგან საიდუმლო მისამართების ყველა გასაღები ხომ ჩვენი მტრების ხელშია".

მოცემულ თემას თავისი კომენტარი დაურთო პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა სერგეი კომკოვმა:

ბიოობიექტებთან დაკავშირებით მახსენდება აიზეკ აზიმოვის ერთი ფანტასტიკური მოთხრობა, როგორ აღმოცენდა უზარმაზარი ფარის მართვის უნიკალური შესაძლებლობა მწყემსის გარეშე, რისთვისაც ცხვრებს ტყავქვეშ უნერგავდნენ ელექტროდებს და აძლევდნენ რადიომართვად იმპულსებს. ჩემის აზრით, ვიღაცას ძალიან უნდა კაცობრიობა ამგვარ მართვად ცხვრებად გადააქციოს, რომლებიც ამ ჩაკერებული მიკროჩიპის მეშვეობით გააკეთებს იმას, რას სჭირდება მათ, ვიცნ დიდი ხანია ოცნებობს კაცობრიობის დაპყრობაზე.

ამრიგად, ლაპარაკია ისეთი საზოგადოების შექმნაზე, სადაც ერთნი სამართავ პულტებს მიუსხდებიან, სხვები კი ბიოობიექტებად გადაიქცევიან, რომლებიც შეასრულებენ მმართველთა ნებას. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი თეორიის ავტორები არც ისე შორს არიან თავიანთი გამოგონების დასანერგად..."

http://nnm.ru/blogs/svarogue/soglasno_prikazu_pravitelstva_rf_do_2025_goda_v_mozg_kazhdogo_rossiyanina_budet_vzhivlen_chip/

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 3646 | დაამატა: ower | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: