შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » რატომ არ უნდა ელენ დეჯენერესს შვილი?
10:43 PM
რატომ არ უნდა ელენ დეჯენერესს შვილი?
ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს ელენ დეჯენერესსა და მის მეუღლეს, პორცია დე როსის შვილების ყოლა არ სურთ. წყვილმა 2008 წელს იქორწინა. ამის შესახებ ელენი თავის ახალ, რიგით მესამე წიგნში საუბრობს.

"ხშირად გვეკითხებიან მე და პარციას, გვინდა თუ არა შვილები... ჩვენ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ. ძალიან გვიყვარს ბავშვები და მათთან ერთად ყოფნა, თუმცა საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი შვილების ყოლა არ გვსურს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი სახლია, სადაც უამრავი შუშის ნივთია, რაც ბავშვებისთვის სახიფათოა", - განაცხადა 53 წლის ჰომოსექსუალმა ჟურნალისტმა.
გარდა ამისა, ელენმა ხუმრობით აღნიშნა, რომ მას და მის 38 წლის მეუღლეს საზრუნავი ისედაც არ აკლიათ.

"ჩვენ ორი ძაღლი გვყავს, მეიბლი და ვოლფი. გარდა ამისა, სამი კატა, ორი ცხენი, ორი პონი და ორი ძროხა. ბევრ მათგანს ჩვენს საწოლში სძინავს", - განაცხადა ჟურნალისტმა.

ელენი და პორცია მას შემდეგ შეუღლდნენ, რაც კალიფორნიაში ერთსქესიანი ქორწინება ლეგალური გახდა.

მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 466 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: