შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » ... პრიკოლი ლექსები
8:35 PM
... პრიკოლი ლექსები
მას ვერ დახატავ ალბათ, ტიციან,
(ეს ჯადოქრებმაც კი არ იციან)

***

და შენც ვერ შეძლებ ამას, ველასკეს,
თუმც აჯადოვებ, ვიცი, ყველა სქესს.

***

მისი ნაკვთები ისე "პრიკაზობს”,
გაუჭირდება აღქმა პიკასოს.

***

თვით იმპრესია დაითრგუნა, კლოდ
ვერც შენ დახატავ ვიცი უნაკლოდ.

***

"უსასრულობას ვფიცავ π–სა, რომ
მას ვერ შევწვდები” – ბრძანა პისარომ/

***

მისი ფეხები, გრძელი, სალვადორ,
მოგეჩვენება, წესით, ალვად ორ,

***

"შენ რას დახატავ, აფრენ?” – უარი!
უძლური არის აქ რენუარი.

***

იგივე უთხრას მისმა წრემ ფრანტებს,
(სხვა მუზა ჰყავდეთ, დაე, რემბრანტებს)

***

პრინცი ეკუთვნის, თეთრი პეგასით…
შეხედა, გახმა ფუნჯი დეგასი.

***

"მე მას დავხატავ” – ბრაზით ვინ ჩივის?
ჰეჰ, რომ იცოდე, ხატავ, ვინჩი, ვის."

***

"ღირსებას რატომ მიქელ, "angel”-ო?” –
ვერ მოახერხებ, მიქელანჯელო.

***

ეჰ, ცარიელი გრაფა ელის ამ
კანდიდატურას რაფაელისა.

***

ნუ ვეჭიდებით მოდი, ლიანებს,
უარი ვუთხრათ მოდილიანებს.

***

ფუნჯში ღვთაებრივს ჩავღვრით თუ ბენზინს,
იმედი უნდა გვქონდეს რუბენსის.

***

ქრთამად არ გაჭრის money მანესი
ხაზისგან ($) უმალ გაყო მან "S”–ი.

***

მისი მშვენებით წელში მოდრეკილ,
რაღას დახატავს ტულუზ–ლოტრეკი.

***

აღბეჭდვა რომ არ დაუპიროს მან,
აქვე ვეტყვი რომ: "გეყოს, ფიროსმან!”

***

ჰო, გვიანია, გაჩნდა თუ ნება,
ამ გოგოს ხატავს თავად ბუნება
კატეგორია: სასაცილო | ნანახია: 1159 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: