შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » მიყვარხარ ჩუმად ჩემთვის ბავშვურად
11:13 AM
მიყვარხარ ჩუმად ჩემთვის ბავშვურად
მიყვარხარ ჩუმად,ჩემთვის ბავშვურად
ზამთრამდე ერთად უნდა ვიაროთ.
შენთვის მოვფრინდი ჩიტი-ბეღურა.
მინდა ცხოვრება გაგილამაზო.

ეხლა არ მითხრა არცერთი სიტყვა
რაც სათქმელია მე თვითონ გეტყვი,
შენმა თვალებმა გაბედოს მითხრას,
ნება მომეცი მოგხვიო ხელი.

ვბედავ და ვხედავ,როგორ ნათდება
შენი თვალები ამ სიყვარულით
და ახლა უკვე თამამად ვბედავ
ჩემს თავს ვუწოდო შენი რჩეული.

მწყურიხარ,როგორც არასდროს არვინ,
მომწყურებია მე შენი სითბო,
ეს შემოდგომაც უშნოდ გადის.
ზამთარში მაინც ჩემთან მოგიხმობ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 569 | დაამატა: ower | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: