მთავარი » 2011 ოქტომბერი 16 » ლექსები სიყვარულზე
8:43 PM ლექსები სიყვარულზე | |
სიყვარული იცი რაა? პაწაწინა ფერია ვისაც არ გამოუცდენია მისთვის არაფერია ..... ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა... მონატრება ტკივილამდე გაგიგია? ხოდა სწორედ ასე მენატრები... გაგიგია მონატრებით გადარევა? გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრებიიი. შენ ცრემლები მონატრების გაგიგია? ცრემლად ვდნები ისე ძლიერ მენატრები უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილიშემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება,ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ,ნაზად,მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ ასებობს უსიყვარუlod!!! არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი, ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს, რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი. სიყვარულისა რა გითხრა ქალავ, თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს, შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ, ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ. არ ვიცი იქნებ მიყვარხარ ქალავ, ან თმები მიყვარს მხრებზე რომ იხვევ, ხევსურ კაცივით სიყვარულს ვმალავ და პოეტივით ლექსებად გიმხელ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |