მთავარი » 2011 ოქტომბერი 23 » ქორწინების ახალი კონტრაქტი
9:05 PM ქორწინების ახალი კონტრაქტი | |
1. ქმარი მოვალეა შეუქმნას ცოლს ყველანაირი პირობა, რათა ცოლი ყოველთვის გამოიყურებოდეს მიმზიდველად (მათ შორის უცხო მამაკაცებისთვისაც) 2. ცოლის ყოველგვარი ნება-სურვილი უნდა სრულდებოდეს დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეკამათების გარეშე. 3. ცოლს აქვს უფლება მოსთხოვოს ქმარს ყოველდღიურად განუსაზღვრელი რაოდენობით თანხა. 4. ქმარი (უკიდურეს შემთხვევაში დედამთილი ან მული) ვალდებულია დილას ახალგაღვიძებულ ცოლს მიართვას ლოგინში წვენი, ყავა და მიმართოს ცოლს ათასგვარი საალერსო სიტყვებით. 5. ქმარი მოვალეა პატივისცემით და მოწიწებით მოეპყრას ცოლის ყველა მეგობარს და ყველა ნათესავს, მათ შორის საყვარელსაც (თუ რა თქმა უნდა ცოლს აქვს სურვილი იყოლიოს საყვარელი ხანდახან გართობის მიზნით). არ გამოთქვას პრეტენზია მათ ხშირ სტუმრობაზე და უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით დროებით გავიდეს სახლიდან – მიზეზით: ,,ჩავალ რამეს ამოვიტან’’. 6. ცოლს აქვს უფლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასურველი დროით ისეირნოს მეგობრებში, მეგობრებთან ერთად კინოში,თეატრში, ბარში, ქმრის ნებართვის გარეშე. 7. ცოლს აქვს უფლება მოითხოვოს ოჯახში ყოველთვის ხვდებოდეს სადილი (პირველი, მეორე, დესერტის ჩათვლით), არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას. 8. იმ შემთხვევაში თუ ამ ვალდებულებას იკისრებს დედამთილი, ქმარი ვალდებულია იკისროს დეგუსტატორის როლი. არს გააჩნია სუნთქვის უფლება და თანაც განუსაზღვრელი ოდენობითა და ვადით, გარდა ამისა ქმარს გააჩნია წყლის დალევის უფლება, ოღონდ გარკვეული გრაფიკით დილის 11:00 საათიდან 11:30 საათამდე და საღამოს 17:00 დან 17:02 მდე.
10 ქმარი ვალდებულია მუშაობდეს და ამასთან მხოლოდ და მხოლოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში. 11 ქმარი ვალდებულია ყოველდღიური სახსრების გარდა ცოლს ყოველი ხელფასის აღებისას გადასცეს მისი 98 %, ყოველგვარი შეკამათების გარეშე. 12 ქმარი ვალდებულია სამსახურში წასვლის წინ , სამუშაო დღის განმავლობაში და ასევე საღამოს აცნობოს ცოლს მისი გადაადგილების გეგმა. იმ შემთხვევაში თუ ცოლი წინააღმდეგია რომელიმე ქმრის მარშრუტისა, დაუყონებლივ აღიკვეთოს იმ მიმართულებით გადაადგილება. 13. ქმრის წახალისება კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის: ა. მადლობის გამოცხადება; ბ. სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა; გ. წყლის დალევის გრაფიკის გაზრდა; დ. კვირაში ერთხელ მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად და ფეხბურთის მატჩის საყურებლად წასვლა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |