შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 22 » კიევის მერი თბილისელ ცოლს ბათუმიდან ეყრება
11:39 AM
კიევის მერი თბილისელ ცოლს ბათუმიდან ეყრება
კიევის მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი მეუღლესთან, ალინა აივაზოვასთან განქორწინების უსიამოვნო სასამართლო პროცესს საქართველოში ემალება. მერი, რომელიც სასამართლო პროცესზე კიევში წარმომადგენელს გზავნის, უკრაინული მედიის ცნობით, ბათუმში ისვენებს.

გამოცემა "სეგოდნიას" ინფორმაციით, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქართველოსთან ბევრი რამ აახლოებს, პირველ რიგში, მეუღლის ნათესაობა, მეორე - პრეზიდენტ სააკაშვილთან მეგობრობა და მესამეც - საკუთარი ბიზნესი. უკრაინული მედიის ცნობით, ჩერნოვეცკი საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებზე, გუდაურსა და ბაკურიანში კერძო სასტუმროებს ფლობს. უკრაინელი ჟურნალიტები ირწმუნებიან, რომ ჩერნოვეცკი ბოლო დროს პრაქტიკულად საქართველოში ცხოვრობს. ჩვენს ქვეყანას აფარებს თავს მისი ყოფილი თანაფრაქციელიც, ანატოლი ჩუბი, რომელიც უკრაინაში საპრივატიზაციო დოკუმენტების დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით იძებნება. როგორც კიეველები ამბობნენ, "ჩუბი სადღაც საქართველოს მთებშია, ღვინოს მიირთმევს და ზედმეტი წონის მეტი არაფერი ანაღვლებსო".
ჩერნოვეცკის მეუღლე, ალინა აივაზოვა საქართველოში დაიბადა, ის ცნობილი თბილისელი მილიონერის, სტეპან აივაზოვის ქალიშვილია, რომელიც საბჭოთა კავშირში იატაკქვეშა საწარმოების ქსელს ფლობდა და უზარმაზარი ქონების გამო დიდი გავლენითაც სარგებლობდა. ამბობენ, რომ მისი სიძის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მილიონებს სწორედ აივაზოვის კაპიტალმა დაუდო სათავე. სოლიდურ ბიზნესს ფლობს მისი მეუღლეც, თუმცა უკრაინული გამოცემები ირწმუნებიან, რომ წყვილი უკრაინულ ქონებას თანდათან ყიდის და ფულს ქართულ ბიზნესში აბანდებს.
ჩერნოვეცკი და აივაზოვა ერთმანეთს სასიყვარულო სამკუთხედის გამო ეყრებიან. კიევის მერს ელენე სავჩუკთან აქვს რომანი, თუმცა ამბობენ, რომ ლონიამ ისიც მიტოვა. ელენა კიევშია, ჩერნოვეცკი ბათუმში და იქიდან დაბრუნებას ჯერჯერობით არც აპირებს. ყოველ შემთხვევაში, მისმა წარმომადგენელმა გაყრის პროცესზე მოსამართლეს განუცხადა, რომ მერი საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერც მომდევნო სხდომებს დაესწრება.
საქართველო კიევის ნომერ პირველი წყვილისთვის საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება. მათი ქორწილი თბილისში გაიმართა, სადაც აივაზოვმა სიძეს ცისფერი "ჟიგული" გადასცა საჩუქრად. პრაქტიკულად თბილისში გაიზარდნენ მათი შვილებიც, ალინას ძმის, გარეგინ აივაზოვის ოჯახი კი დღესაც თბილისში ცხოვრობს. ალინა საქართველოში ჩამოსვლისას მათი სტუმრია, ჩერნოვეცკი კი ბათუმს ირჩევს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 984 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: