მთავარი » 2011 ოქტომბერი 22 » კარლა ბრუნიმ ქალიშვილს ჯულია დაარქვა
8:45 AM კარლა ბრუნიმ ქალიშვილს ჯულია დაარქვა | |
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და მისმა მეუღლემ, კარლა ბრუნიმ ქალიშვილს სახელი შეურჩიეს. ახალშობილს ჯულია (Giulia) დაარქვეს, ამის შესახებ საფრანგეთის პირველმა ლედიმ ოფიციალური განცხადება საკუთარ საიტზე გაავრცელა.
განცხადებაში ბრუნი ყველას, ვინც ქალიშვილის დაბადება მიულოცა, მადლობას უხდის. "აღფრთოვანებული ვარ ყველა იმ მოლოცვით, რომელიც პატარა ჯულიას დაბადებასთან დაკავშირებით მივიღე", - წერს ბრუნი. კარლა ბრუნის ორსულობის მანძილზე პრესა საფრანგეთის პირველი პირის ქალიშვილის სახელის გამოცნობას ხშირად ცდილობდა. გაზეთ "ფიგაროს" ჟურნალისტების აზრით, სახელი "ჯულია" კარლამ კეთილხმოვანების გამო აარჩია. ეს სახელი საერთაშორისოა, ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული და ოჯახს, რომელშიც იტალიური, ფრანგული და უნგრული ფესვების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, ძალიან უხდება. შეგახსენებთ, კარლა ბრუნიმ ელიტურ კლინიკაში Muette-ში იმშობიარა. ის ჟურნალისტებისთვის ქალიშვილის ჩვენებას არ აპირებს. ეს ნიკოლა სარკოზისთვის პირველი ქალიშვილია. წინა ქორწინებებიდან მას უკვე ჰყავს სამი ვაჟი: პიერი და ჟანი პირველი ცოლისგან, ლუი კი - მეორესგან. კარლასთვის ეს მეორე შვილია, მას 10 წლის ვაჟი - ორელენი ჰყავს. ბავშვის მამა ფილოსოფოსი რაფაელ ენტოვენია, რომელთანაც კარლას რომანი ჰქონდა. მომზადებულია www.ria.ru-ს მიხედვით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |