მთავარი » 2011 ოქტომბერი 17 » Hello Kitty - თბილისშია
4:26 PM Hello Kitty - თბილისშია | |
ბრენდი Hello Kitty 1974 წელს დაარსა იაპონურმა კომპანია Sanrio, ქითი უაითი, რომელსაც ვიცნობთ Hello Kitty - სახელით თურმე იაპონური ბობტეილ ჯიშის ნაციონალობით ბრიტანული ფისუნაა, რომლის ცხოვრებისეულ კრედოს მეგობრების შეძენა და მათი გახარება წარმოადგენს! ამ ნიშანმა მთელი მსოფიო მოიცვა, მისი ნიშნის ქვეშ ერთიანდება უამრავი ნივთი: ტანსაცმელი, აქსესუარები, სათამაშოები, სტიკერები, მისალოცი ბარათები, სასკოლო და საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკაც კი... განსაკუთრებული პოპულარობით Hello Kitty სარგებლობს 2003 წლიდან, როდესაც ინტერნატიონალურ ბაზარზე მკვეთრად შემოიჭრა. მისმა შემქმნელებმა ქითი მარტო არ დატოვეს და მას დღეს მრავალრიცხოვანი ოჯახი და მეგობრები ყავს. თითქოს ეს ბრენდი თინეიჯერულია, მაგრამ უამრავ ვარსკვლავს ნახავთ მისი აქსესუარით, თუ სამოსით, რომლებიც არ გვიმალავენ ვარდისფერ, მბზინავ ბავშვურ ანარეკლს. ალბათ უკვე იცით, რომ Hello Kitty უკვე საქართველოშია! და თავის დაბადების დღეს, 1 ნოემბერს თბილისში აღნიშნავს ჭავჭავაძის 8-ში! ამჟამად 50,60,70%–იანი ფასდაკლება მოქმედებს 100 -მდე დასახელების პროდუქციაზე! თბილისში ჰელოუ ქითის ფეისბუქის გევრდიც აქვს HELLO KIITY სადაც იხილავთ მათ მიერ გამართული წვეულებების ფოტოებს და რაც მთავარია აფიშას www.facebook.com/HKgeorgia ჭავჭავაძის 8-ში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ტკბილეულობა Hello Kitty-სგან! ჰელოუ ქითის მაღაზიებში შეძლებთ შეიძინოთ ამ ფისუნიას გამოსახულებიანი აქსესუარები: ქუდები, შარფები, ხელთათმანები, საკანცელარიო ნივთები პატარებისთვის და მოსწავლეებისთვის, ჭიქები, ჩანთები, დათბილული სახლის ფაჩუჩები, ქოლგები და მრავალი საინტერესო ნივთი - არა მხოლოდ ბავშვებისთვის! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |