შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » გვიახლოვდება წყლის რესურსების გლობალური კრიზისი
1:46 PM
გვიახლოვდება წყლის რესურსების გლობალური კრიზისი
ყოველდღიურად ვუახლოვდებით წყლის რესურსების უკმარისობის გლობალურ და მძაფრ კრიზისს. ღმერთმა ჩვენი სამყარო გასაოცარი რაოდენობის მტკნარი წყლებით დააჯილდოვა, მაგრამ ჩვენი უგუნურების გამო ის სწრაფად ქრება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს მდინარეების, ტბებისა და დიდი მიწისქვეშა წყალსაცავების დაშრობის პროცესი, ხოლო მტკნარი წყლის ზოგიერთი წყარო იმდენად დაბინძურებულია, რომ გამოსაყენებლად გამოუსადეგარია. მტკნარი წყლის გარეშე ჩვენ არსებობა არ შეგვიძლია.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თქვენს სახლში წყალი რომ შეწყვეტილიყო და ვერ შეგძლებოდათ უბრალოდ წასვლა და წყლის ყიდვაც კი. მხოლოდ გაიფიქრეთ ამის შესახებ. რამდენად დიდ ხანს გაძლებდით? რადგან მტკნარი წყლის წყაროები მთელი დედამიწის მასშტაბით ქრება, გამოჩდნენ გამხმარი ზონები. ძლიერი "ქვიშის ქარიშხლები" ბობოქრობენ იმ ოლქებში, სადაც ის არასოდეს ყოფილა.

ყოველ წელიწადს მსოფლიოს ყველა დიდი უდაბნო კიდევ უფრო იზრდება, იმ დროს, როდესაც მცირდება გამოყენებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა დიდი ნაწილი. იცით თუ არა თქვენ, რომ ძალიან სწრაფად ვუახლოვდებით კრიტიკულ წერტილს?

უახლოეს დროში კარდინალურად თუ არ შეიცვლება სიტუაცია, ძალიან მალე წყლის ნაკლებობა აიძულებს ადამიანთა უდიდეს ჯგუფებს ეძებონ ახალი საცხოვრებელი რეგიონები. რადგანაც წყლის რესურსების გლობალური კრიზისი საკმაოდ ძლიერდება, რეალური გახდება პოლიტიკური კონფლიქტები და, შესაძლოა, ომებიც კი, რომელიც წყალთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ გვიყვარს თავის მოწონება იმით, რომ ვართ ძალიან განათლებულნი, მაგრამ ჯერაც ვერ მოვიფიქრეთ, როგორ შეიძლება ვიცხოვროთ უწყლოდ. როდესაც ტერიტორიაზე შრება წყალი, ადამიანთა უმეტესობას იქიდან წასვლა მოუწევს.

ეს აშშ-საც ეხება. მაგალითად, დაშრება ტბა მიდი, ადამიანთა უმეტესობა აღარ დარჩება ლას-ვეგასსა და მის შემოგარენში. საღდეისოდ ჩვენ გვგონია, რომ ყოველთვის ისე შეუზღუდავად გვექნება წყალი, როგორც ახლა. მაგრამ, საკმარისია შევხედოთ ციფრებს და ნათელი გახდება, რომ ჩვენი წარმოდგენები წყალზე, როგორც მუდმივ ფაქტორზე, კარდინალური ცვლილებების წინაშე დგას. ქვემოთ ჩამოთვლილია წლის რესურსების გლობალური კრიზისის 25 ნიშანი. 12 ფაქტორი ეხება აშშ-ს, მომდევნო 13 კი დანარჩენ მსოფლიოს...

1. დღეისთვის აშშ მოიხმარს დაახლ. 148 ტრილიონი გალონის მტკნარ წყალს წელიწადში.

2. აშშ-ს მთავრობის მონაცემებით, აშშ-ს 36 შტატში ან უკვე დგანან წყლის უკმარისობის პრობლემა ან დადგებიან უახლოეს რამდენიმე წელიწადში.

3. 1998 წლიდან ტბა მიდზე წყლის დონემ დაიკლო 50%-ით. ტბამ მიდი არის ლას-ვეგასის წყლით ძირითადი მომმარაგებელი. ეს ქალაქი მიდიდან წყლის 85%-ით მარაგდება. ამჯერად ტბაში უკვე 5600 მლრდ. გალონით ნაკლებია, ვიდრე ადრე. ტბა მიდი მეჩხერდება ისეთი ტემპებით, რომ გუვერის კაშხალმა შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს ელექტროენერგიის გამომუშავება უახლოეს რამდენიმე წელიწადში. ცხადია, ეს უდიდესი კატასტროფა იქნება მთელი ამ რეგიონისთვის. გარდა ამისა, წყლის მარაგის გაუჩინარების პროცესს თუ რამეთი არ უშველეს, 2021 წლისთვის ტბა მიდი შესაძლოა სრულიად დაშრეს.

4. აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონაცემებით, აშშ-ს დასავლეთის კლიმატი დღეს უფრო მშრალია, ვიდრე 500 წლის წინ.

5. წყლიანი ჰორიზონტი ოგალალა (Ogallala Aquifer), ანუ მიწისქვეშა მასიური ტბა, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ დაკოტადან ტეხასამდე, სწრაფად შრება. ოგალალა მტკნარი წყლის ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს საცავად ითვლება მთელს მსოფლიოში, მაგრამ დღეისთვის მისი დაშრობა მიმდინარეობს წუთში 800 გალონის ოდენობით. ოდესღაც ოგალალას წლიანი შრის საშუალო სიღრმე იყო 240 მეტრი, ამჯერად კი მისი სიღრმე მხოლოდ 80 მეტრია. თუ არაფერი ვიღონეთ, უეჭველად დაგვიბრუნდება 1930-იანი წლების ქვიშიანი ქარბუქი. დროა ყური დავუგდოთ ექსპტერტებს. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება ოგალალას კვლევის სამსახურის თანამშრომლის, დევიდ ბრაუერის (David Brauer) პასუხს, როდესაც მას ჰკითხეს ოგალალას წყლის საცავის მომავალი პერსპექტივის შესახებ მან უპასუხა: "სადღეისოდ ჩვენი მიზანია "რბილი დაშვების" პროექტის შემუშავება. ამაზე მეტი არ ძალგვიძს".



ოგალალას წყლის ჰორიზონტი (Ogallala Aquifer) (აშშ)
6. ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჯორჯიის შტატს არ გააჩნია კანონიერი უფლებები ტბა ლანიეზე, არადა ქალაქ ატლანტას წყლით ძირითადად ეს ტბა ამარაგებს. ვარაუდობენ, რომ უახლოეს წლებში მილიონობით ადამიანი გადასახლდება ატლანტას გარეუბნებში და ეს იქნება სრული საშინელება ქალაქელი ჩინოვნიკებისთვის.

7. დაანგარიშებულია, რომ კალიფორნიას სასმელი წყალი 20 წელიწადი თუ ეყოფა.

8. მიიჩნევენ, რომ მტკნარი წყლის მარაგი ნიუ-მექსიკოს ეყოფა მხოლოდ 10 წელი.

9. არიზონაში კლიმატი ისეთი მშრალი გახდა, რომ ამჯერად გიგანტური "ქვიშის ქარიშხლები" ხშირი მოვლენა გახდა ქალაქ ფენიქსში.

10. ტეხასი განიცდის ყველაზე გვალვიან დროებას თავის ისტორიაში. სადღეისოდ შტატის დაახლოებით 81% მოქცეულია უძლიერესი გვალვის პირობებში, ტყის ხანძრებმა უკვე შეიწირეს 3600 აკრი სახელმწიფო სავარგულები.

11. აშშ-ს ყველა მდინარის დაახლოებით 40% და ყველა ტბის 46% იმდენად დაბინძურებულია, რომ დღეისთვის იქ თევზის ჭერა, ბანაობა და წლის დალევა სახიფათოდ არის მიჩეული.

12. დიდი ტბების რაიონის რვა შტატმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რეგიონიდან წყლის ექსპორტის აკრძალვის თაობაზე - ეს აკრძალვა ეხება თვით აშშ-ს სხვა შტატებში წყლის გადაზიდვებსაც კი.

13. სადღეისოდ ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო მოთხოვნა წყალზე 40%-ით მეტი იქნება, ვიდრე ახლა.

14. მსოფლიო მოთხოვნა მტკნარ წყალზე გასამმაგდა ბოლო ასწლეულის განმავლობაში და კიდევ გაორმაგდება მომდევნო 21 წლის განმავლობაში.

15. USAID-ის მონაცემებით (აშშ-ს სააგენტო საერთაშორისო განვითარების სფეროში), დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი 2025 წლისთვის წყლის მძაფრი ან ქრონიკული უკმარისობის წინაშე აღმოჩნდება.

16. მთელი მსოფლიოს ქალაქის მოსახლეობა ყოველწლიურად 60 მლნ. ადამიანით იზრდება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ღარიბ რაიონებში, კანალიზაციის გარეშე.

17. გამოანგარიშებულია, რომ ინდოეთის ზედაპირული წყლების 75% სადღეისოდ დაბინძურებულია ადამიანის განავალითა და სასოფლო სამეურნეო ნარჩენებით.

18. დაუჯერებელია, მაგრამ გაერო-ს სანიტარიის სფეროს გამოკვლევათა შედეგად დადგინდა, რომ ინდოეთში ადამიანთა უმეტესობას მობილური ტელეფონისთვის უფრო მიუწვდება ხელი, ვიდრე ტუალეტისთვის.

19. განვითარებად ქვეყნებში ბინძური წყლები დაუმუშავებლად ჩაედინება ადგილობრივ მდინარეებში, წყაროებსა და ტბებში.

20. მთელს მსოფლიოში, ყოველ 8-ე წამს ბინძური წყლის გამოყენების შედეგად იღუპებიან პატარა ბავშვები.

21. წყლის არარსებობის გამო საუდის არაბეთმა უარი თქვა ხორბლის მოყვანაზე და 100%-ით დამოკიდებული იქნება იმპორტზე 2016 წლისთვის.

22. ჩრდილოეთ ჩინეთში გრუნტის წყლების დონე წელიწადში ერთი მეტრით ეცემა გვალვისა და წყლის გადახარჯვის გამო.

23. წარმოუდგენელია, მაგრამ ჩინეთში ყოველწლიურად ჩნდება ახალ-ახალი უდაბნები, რომელთა ფართობი როდ-აილენდის შტატს უტოლდება.

24. ჩინეთში ყველა ძირითადი მდინარის 80% იმდენად დაბინძურებულია, რომ უკვე სრულიად უსიცოცხლოა თავისი მდინარების ნებისმიერ წერტილში.

25. საერთო ჯამში, სამხრეთ აფრიკის დედაკაცები, წყალი რომ მოიპოვონ, იძულებულნი არიან დღეში 16-ჯერ გაიარონ მანძილი რომელიც უტოლდება მანძილს დედამიწიდან მთვარემდე.

მეტი ინფორმაციისთვის წყლის რესურსების გლობალურ კრიზისთან დაკავშირებით, იხილეთ მოკლე ვიდეო: The Coming Global Water Crisis в YouTube.

სადღეისოდ მილიარდ ადამიანზე მეტისთვის მთელს მსოფლიოში უსაფრთხო, დასალევი წყალი მიუწვდომელია და ეს ციფრი გამუდმებით იზრდება. აუცილებელი რაოდენობის მტკნარი წყლის გარეშე ადამიანები ვერ მოიწევენ მოსავალს. მსოფლიო ფასები საკვებ პროდუქტებზე უკვე კატასტროფულად იზრდება და წყლის რესურსების მოახლოვებული გლობალური კრიზისი, ცხადია, ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

გვიახლოვდება უდიდესი კატასტროფა. გიგანტური რაოდენობის იაფფასიანი საკვები პროდუქტებისა და შეუზღუდავი სუფთა წყლის მოხმარების ეპოქა მთავრდება.

წყლის რესურსების გლობალური კრიზისი გვიახლოვდება.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 864 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: