მთავარი » 2011 ოქტომბერი 16 » გერმანიის ხელისუფალნი "Facebook"-ის წინააღმდეგ
3:39 PM გერმანიის ხელისუფალნი "Facebook"-ის წინააღმდეგ | |
გერმანიის ხელისუფალნი აპირებენ საქმე აღძრან სოციალური ქსელის, "Facebook"-ის წინააღმდეგ. როგორც რადიო "გერმანიის ტალღა" იუწყება, სასამართლო სარჩელი გერმანელი მოხელეების მიერ ინიცირებულია იმის გამო, რომ "Facebook"-ი მარკეტინგული მიზნებისთვის არალეგალურად ინახავს და იყენებს მესამე პირთა ელექტრონული ფოსტის მისამართებს და ტელეფონის ნომრებს. პრეტენზიის მიზეზი გახდა ფუნქცია "მეგობართა ძიება". ახალი პროფილის შექმნის დროს მაძიებელი რობოტი არჩევს მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართების წიგნს. გამოავლენს რა სხვა მომხმარებლებს, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულნი არიან პლატფორმაზე, რობოტი მათ და პროფილის მფლობელს "დამეგობრებას" სთავაზობს. მაგრამ, ესეც ყველაფერი როდია: "Facebook" კონტაქტში შედის ისეთ მომხმარებლებთანაც, რომლებიც ამ ქსელში დარეგისტრირებულნი არ არიან. თანაც ამას აკეთებს ამ უკანასკნელთა თანხმობის გარეშე. სწორედ ეს მექანიზმი - მესამე პირთა კერძო მონაცემების შენახვა და გამოყენება - გახდა სასამართლო სარჩელის საფუძველი. საქმე აღძრულია 8 ივლისს, როგორც ამას აცხადებს ჰამბურგის მთავრობისგან კერძო მონაცემთა დაცვის რწმუნებული იოჰანეს კასპარი (Johannes Caspar). კასპარი ამტკიცებს, რომ ბოლო დროს ამ სოციალურ ქსელს მრავალი უჩივის. "Facebook"-ი უკვე წავიდა მთელ რიგ დათმობებზე, - მაგალითად, მან შესაძლებლობა მისცა მომხმარებელს წაშალოს ბოლო რიცხვით დათარიღებული მონაცემები "სატელეფონო წიგნიდან". მონაცემთა დაცვის რწმუნებული იოჰანეს კასპარი მიიჩნევს, რომ ეს სულაც არ უხსნის კონცერნს პასუხისმგებლობას წარსული ცოდვებისთვის. "ჩვენ ჯარიმისგან არ ვათავისუფლებთ მძღოლს, რომელმაც სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბა, მიუხედავად მისი პირობისა, რომ მომავალში ამას არასოდეს იზამს", - აცხადებს სარჩელის ინიციატორი. საქმე სასამართლომდე თუ მივიდა, "Facebook"-ს 300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. შენიშვნა: რუსული საიტები აღნიშნავენ, რომ რუსეთში პოპულარული ქსელი "vKontakte.ru", რომელიც ბევრად წააგავს საერთაშორისო Facebook-ს, უკვე არაერთხელ გახდა მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი. ისინი ეჭვობენ, რომ ეს სოციალური ქსელი ინახავს და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს მომხმარებლის მიერ შეყვანილ პირად მონაცემებს. შევნიშნავთ, რომ საიტ vKontakte.ru-ში შექმნილი აკაუნტის წაშლა შეუძლებელია (სხვათა შორის, იგივე ხდება Facebook-შიც), ხოლო საიტზე Одноклассники.ру უკვე მომხმარებლის მხოლოდ რეალური ფოტოსურათის განთავსებას ითხოვენ. გაფრთხილდით და მრავალგზის დაფიქრდით, სანამ თქვენს მონაცემებს შეიყვანდეთ ან დარეგისტრირდებოდეთ საიტებზე, რომლებიც თვენი უზუსტესი მონაცემების განთავსებას ითხოვენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |