შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » გერმანია Facebook-ს ადანაშაულებს
3:38 PM
გერმანია Facebook-ს ადანაშაულებს
გერმანიის ჰამბურგის ოფიციალური ხელისუფალნი კომპანია Facebook-ისგან ითხოვენ შეწყვიტოს სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოსურათების მიხედვით ადამიანთა ამოცნობის პროგრამის გამოყენება. ხელისუფალთა აზრით, ეს არის პირადი ინფორმაციის დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელყოფა, წერს "გლობალისტი".

სხვადასხვა შეფასებით, Facebook-ის არსებობის განმავლობაში, მომხმარებლებმა მასზე ატვირთს 75 მლრდ. ფოტოსურათი.

იოჰანეს კასპარი, რომელიც ჰამბურგის ფედერალური ოლქის უფლებამოსილი პირია კერძო მონაცემთა და საინფორმაციო თავისუფლების სფეროში, ამტკიცებს, რომ Facebook-ს არა აქვს უფლება აგროვოს მომხმარებელთა ბიომეტრიული (მაგ.: სახის ფორმა ან დაშორება თვალებს შორის) მონაცემები თვით მომხმარებელთა თანხმობის გარეშე, აღნიშნავს "კომერსანტი".

იოჰანეს კასპარმა მოითხოვა ამ ფუნქციის გათიშვა ან შეცვლა, ასევე ყველა დაგროვილი მონაცემის განადგურება. Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კასპარმა განაცხადა, რომ მან Facebook-ს მისცა ორი კვირა პასუხისთვის, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი განიხილავს საკითხს იმის შესახებ, რათა აღძრას საჩივარი ამ სოციალური ქსელის წინააღმდეგ. კასპარი არ აკონკრეტებს, რა სახის კომპენსაცია შეიძლება მოითხოვოს მან თავის სარჩელში, კანონით გერმანიის სასამართლოს შეუძლია Facebook-ი დააჯარიმოს 300 ევროთი, პირადი ცხოვრების ხელუხლებლობის დარღვევის ბრალდებით. ჰამბურგის პასუხისმგებელი პირის მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ანალოგიური სარჩელები ევროპის სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც უკვე გამოთქვამენ უკმაყოფილებას Facebook-ის ახალი ფუნქციის მიმართ.

სახეთა ავტომატური ამოცნობის სისტემა Facebook-ში ინახავს ადამიანთა ბიომეტრიულ მონაცემებს, რომელთაც მომხმარებელი აღნიშნავს, როგორც საკუთარ მეგობრებს. შედეგად, როდესაც მომხმარებელი ქსელში ატვირთავს ახალ ფოტოსურათს, Facebook-ი მის ანალიზს აკეთებს და თუ იპოვის, რომ მასზე გამოსახულნი არიან ადრე აღნიშნული სახეები, მომხმარებელს დაუყოვნებლივ სთავაზობს აღნიშნოს ისინი ახალ ფოტოსურათზეც.

Facebook-მა ეს ფუნქცია აშშ-ში აამუშავა გასული წლის დეკემბერში, ხოლო ევროპულ ვერსიებში ის გაჩნდა ერთი თვის უკან. მომხმარებელს შეუძლია გამორთოს სისტემის მიერ საკუთარი სახის ამოცნობის ფუნქცია, მაგრამ კომპიუტერული უსაფრთხოების მრავალი ექსპერტი შიშობს, რომ მიუხედავად ამისა, პროგრამული სისტემის წყალობით, Facebook-ს შეუძლია დააგროვოს ინფორმაცია ქსელში მონაწილე ყველა ადამიანთან დაკავშირებით.

იოჰანეს კასპარი თავის განცხადებაში წერს, რომ "ამგვარი სახით გაჩნდება მსოფლიოში მონაცემთა უდიდესი ბაზა ადამიანთა ბიომეტრიული მონაცემებით, ანუ კონკრეტულ ადამიანთათვის დამახასიათებელი ნიშნებით".

Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განიხილავენ პრეტენზიებს, რომელიც ჰამბურგელმა მაღალჩინოსანმა გამოთქვა. "მაგრამ, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ნებისმიერ განცხადებას იმის შესახებ, რომ არ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ევრო კავშირის კანონთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანთა პერსონალური მონაცემების დაცვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ფუნქციების მოხერხებულობა", - აცხადებს Facebook.

ადრე, აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა ძმებ ვინკლვოსების ახალი პრეტენზია Facebook-ის სერვისის შემქმნელის, მარკუს ცუკერბერგისადმი.

კემერონ და ტაილერ ვინკლვოსსებმა ცუკერბერგის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი გააფორმეს ჯერ კიდევ 2004 წელს. ძმები მარკუსს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან ისინი მოატყუა და Facebook-ის შესაქმნელად გამოიყენა ერთობლივი ნამუშევრები. ვინკლვოსსების პრეტენზია დაფუძნებული იყო იმ ფაქტს, რომ 2003 წელს, ცუკერბერგი დაეთანხმა მათ დახმარებოდა შეექმნათ გაცნობის საიტი ჰარვარდელი სტუდენტებისთვის. მაგრამ, 2004 წელს, მარკუსმა ინტერნეტში გაუშვა ამგვარი რესურსის საკუთარი ვერსია.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 857 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: