შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » განისაზღვრა უცხოპლანეტელებთან სასაუბრო ენა
11:09 AM
განისაზღვრა უცხოპლანეტელებთან სასაუბრო ენა
ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა წარადგინა უნიკალური ოქმის სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ლაპარაკი უცხოპლანეტელთა ცივილიზაციების აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელთან.

ლაპარაკია ე. წ. METI-ის (Messaging to ExtraTerrestrial Intelligence) "უნივერსალურ ენაზე", ოქმზე, რომელიც აღწერს მრავალ ფაქტორს და სიგნალის დახასიათებას, რომელიც შეიცავს სიგნალის კოდირების მეთოდს, სიგრძეს და საკუთრივ შეტყობინების შინაარსს. გადაცემისთვის გამოყენებულ იქნება ორი ძირითადი სიხშირე 1.42 გგჰც ან 4.46 გგჰც, შეტყობინება, რომლებზეც ადვილი იქნება შეტყობინების მიღება თვით იმ არამიწერ ცივილიზაციათათვის, რომლებიც ფლობენ "მოკრძალებულ ტექნიკურ შესაძლებლობებს". გათვალისწინებულია აგრეთვე სპეციალიზირებული კოსმიური შუქურის დამონტაჟება, რომელიც რეგულარულად გადასცემს ციკლურ რადიოსიგნალს.

არამიწიერ ცივილიზაციებს ყველაზე პირველი სიგნალი გაუგზავნეს შორეულ 1974 წელს. მასში ინფორმაცია უბრალო ორმაგი კოდით იყო კოდირებული. ამის შემდეგ კოსმოსში გააგზავნეს კიდევ მრავალი ამგვარი შეტყობინება, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი უფრო და უფრო რთული და გაუგებარი ხდებოდნენ, რის გამოც არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ უცხოპლანეტელები, რომლებიც ამ სიგნალებს მიიღებენ, შესძლებენ მათ გაშიფრვას და გაგებას. ერთიანი ოქმი მაშინ ჯერაც არ არსებობდა.

მეცნიერებმა, რომლებიც ვარაუდობდნენ METI-ის ოქმის შემუშავებას, ჩაატარეს ყველაზე დეტალური ანალიზი ყველა იმ შეტყობინებისა, რომელიც ადრე გაიგზავნა კოსმოსში. მათი აზრით, ყველა ეს შეტყობინება ატარებს აშკარად გამოხატულ ანტროპოცენტრულ ხასიათს, ანუ ხასიათდება ადამიანის აზროვნების თავისებურებებითა და იდიომებით, რომლის გაგებასაც სავარაუდო ცხრაფეხა უცხოპლანეტელები, რომლებიც შესაძლოა ცხოვრობდნენ Gliese-ის ვარსკვლავური სისტემის პლანტებზე, ვერ შესძლებენ.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით არამიწიერ ცივილიზაციათა შესახებ, მათი ბუნების, საცხოვრებელი გარემოს და სოციალური ურთიერთობების შესახებ, ვზრდით მათთან წარმატებული კონტაქტის შესაძლებლობას, თუკი შეტყობინებებისთვის გამოვიყენებთ ყველასთვის გასაგებ ტერმინებსა და ცნებებს" - განმარტავს კანზასის DailyTechInfo.org.-ის უნივერსიტეტის ასტრონომი დიმიტრი ეტრი.

იმისთვის, რათა METI-ის ოქმი გარანტირებულად "მისაწვდომი" იყოს არამიწიერი არსებებისთვის, აწყობენ საერთაშორისო ტესტს, რომელშიც ჩართული იქნება სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და აღმსარებლობის ადამიანი. გამოყენებულ იქნება ინტერაქტიური ვებ-საიტი, რომლის დახმარებითაც METI-ის ოქმის მკვლევარები შესძლებენ ერთმანეთს გაუგზავნონ სხვადასხვა შეტყობინებები, ხოლო სისტემა, რომელიც დაეფუძნება წარმატებულ გაშიფრვის მეთოდს, შეადგენს იდეალურ "ზეგაგებით" შეტყობინებას უცხოპლანეტელთათვის, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, გადაცემულ იქნება კოსმოსის სიღრმეში.

ცნობა აღებულია საიტიდან: "Apocalypse.Ge"
ნანახია: 789 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: