მთავარი » 2011 ოქტომბერი 16 » ჭარბი წონა - დაავადება თუ მავნე ჩვევა?
2:27 PM ჭარბი წონა - დაავადება თუ მავნე ჩვევა? | |
ჭარბი წონა მსოფლიოს მოსახლეობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად ტექნიკური და მეცნიერული მიღწევებისა, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრაც არცთუ ისე ადვილია.
არა ერთი გამოკვლევისა და მცდელობის შემდეგ, როგორც წესი, თითქმის არაფერი იცვლება და ჭარბწონიანი ადამიანი ისევ ხელჩაქნეული მიუყვება ცხოვრების დინებას. მხოლოდ ზოგჯერ თუ იფეთქებს სურილი სძლიო პრობლემას და ხანმოკლე, ხშირად სტრესული მცდელობის შემდეგ, ისევ უბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას. მაინც რას წარმოადგენს ჭარბი წონა და როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი იერი? უპირველეს ყოვლის, უნდა გავარკვიოთ რა იწვევს ჭარბ წონას? დღეისათვის ფართო გამოხმაურება ჰპოვა პრობლემის განსხვავებულმა განხილვამ, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი დაავადება მოიაზრება არა მხოლოდ სხეულის პრობლემად. მისი გამომწვევი მიზეზების ძიება ხდება ადამიანის სულიერ დონესა და იმ სოციალურ გარემოში, სადაც პიროვნება ცხოვრობს. ამ მოსაზრების მიხედვით, სიმსუქნე ანუ წონის მატება არა სხეულის დაავადება, არამედ თვითონ პიროვნების პრობლემაა. უფრო მართებულია დაავადების ნაცვლად, სიტყვა პრობლემის ხსენება... სიმსუქნე - ეს არის რიგი მოვლენათა ურთიერთქმედების შედეგად მიღბული შეკრული წრის შედეგი. სხეულის დონეზე, სიმსუქნის გამომწვევ უხშირეს მიზეზებს წარმოადგენს ენდოკრინულ, გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და განიცდის მორფოლოგიურ ან ფუნქციურ უკმარისობას, რაც საჭიროებს სპეციალისტების დახმარებას. სიმსუქნის სხეულის დონეზე განხილვის შემთხვევაშიც, გვერდს ვერ ავუვლით პიროვნების ცხოვრების წესს, რაც გულისხმობს მისი სულიერი და სოციალური მდგომარეობის შეფასებას და საჭირო შესწორებების შეტანას. რა იგულისხმება სიმსუქნის სულიერ ანუ ფსიქოლოგიურ მიზეზებში? უპირველეს ყოვლისა, ეს არის სტრესი, ან მცირე სტრესთა ერთობლიობა (დისტრესი), რომლის გამოც, ადამიანი კარგავს სიტუაციის მართვის უნარს და იძენს ამა თუ იმ მავნე ჩვევას: სიგარეტი, ალკოჰოლის გამოყენება, სხავა და სხვა მედიკამენტებით სტრესთან ბრძოლა და ფართოდ გავრცელებული გზა - ჭამა. ერთი შეხედვით, ჭამა ის პროცესია, რომელიც დახარჯული ენერგიის ანაზღაურებას ემსახურება, რათა ორგანიზმმა თავი გადირჩინოს ფიზიკური განადგურებისგან. ენერგიული დეფიციტის მაჩვენებელია შიმშილის გრძნობა, რომელიც იწვევს ორგანიზმის გადართვას საკვების მიღებაზე. მაგრამ ადამიანს გარდა შიმშილის ინსტიქტისა გააჩნია გრძნობათა ფართო სპექტრი და ერთ-ერთს წარმოადგენს მადა. ხშირად ადამიანი საკვებს ღებულობს არა შიმშილის საპასუხოდ, არამედ მადის დასაკმაყოფილებლად, რომლის მიღმაც იმალება რომელიმე პასუხგაუცემელი ემოცია. თუ შიმშილსა და მადას ერთმანეთისგან გამოვყოფთ, დავინახავთ, რომ ადამიანი, დახარჯული ენერგიის აღსადგენად, ღებულობს უფრო მეტ საკვებს, ვიდრე სჭირდება. მაინც რა უდევს ამას საფუძვლად? შიმშილი ეს არის ინსტინქტი, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია და ემსახურება ენერგიის მარაგის შევსებას. ამის მაგალითია ველურ ბუნებაში მცხოვრები ცხოველები, რომლებიც არსებობენ ამ ინსტიქტის კარნახით. მაგრამ ადამიანი თავისი არსით განსხვავდება ველური ბუნებისგან (უფრო მეტიც, ამჟამინდელი ადამიანი პირადი მოთხოვნებით მკვეთრად განსხვავდება თუნდაც ერთი საუკუნის წინ მცხოვრები ადამიანისგან), მას, გარდა ინსტიქრტისა, აქვს გრძნობები, ფსიქიკა, რომელთა ზეგავლენა არც ისე პატარაა მის ორგანიზმზე. მადა სწორედაც ფსიქიკური კომპონენტია, რომელიც ემსახურება ემოციებს და ცდილობს ადამიანს კვებით მიანიჭოს სიამოვნება. დღეს, ასეთი აჩქარებული ტემპისა და მექანიკის სამყაროში, ადამიანი ისე ძლიერ განიცდის მარტოობას, სასოწარკვეთას, უიღბლობას, ბრაზსა და ბოროტებას, მისი რწმენა იმდენად არის დაკარგული, ისე დიდია მისი უნდობლობა, რომ საკვები, მადის აღმძვრელი სუნითა და მოკაზმულობით მას მხსნელად ევლინება. მადა სულაც არ არის საზიანო და მტერი, პირიქით, ის ემსახურება კულინარიის ხელოვნებას და ესთეტიკას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უგროვდება უპასუხო ემოციები და საკვების მეშვეობით ცდილობს მათ ჩახშობას, მადა საკმაოდ ცუდი მეგობარია... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |