შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 21 » აშშ ყველაზე გრანდიოზული საპროტესტო აქციის მოლოდინშია
6:23 PM
აშშ ყველაზე გრანდიოზული საპროტესტო აქციის მოლოდინშია
ამერიკულ ინტერნეტ-სეგმენტში დიდი აჟიოტაშია. ასობით და ათასობით ბლოგი, საიტი თუ ტვიტერ-გვერდი ეძღვნება ქუჩის საპროტესტო სუპერაქციას, რომელიც ნიუ-იორკში, ა/წ-ის 17 სექტემბერს უნდა გაიმართოს. პროტესტის ადგილი - უოლ სტრიტი.

აქციას ამზადებს მოძრაობა OccupyWallStreet - "დავიპყროთ უოლ სტრიტი"; ხოლო მის საორგანიზაციო ცენტრს წარმოადგენს ჯგუფი Adbusters - ჩრდილოეთ ამერიკის რადიკალური ანტიკონსუმერისტული მოძრაობა, რომელიც გამოდის ბანკებისა და კორპორაციების, ფედერალური სარეზერვო სისტემის ჰეგემონიისა და კორუფციის, ასევე "ფინანსური გომორასა" და მომხმარებელთა საზოგადოების წინააღმდეგ, რომლებმაც ამერიკულ საზოგადოებას თავს მოახვიეს ყველაზე უგუნური იდეა - ბანკების ვალით უსასრულო და ბედნიერი ცხოვრების რწმენა. ამავდროულად ისინი გამოდიან აშშ-ს სამხედრო ბაზების წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში და საერთოდ, ითხოვენ შეწყდეს აშშ-ს იმპერიული პოლიტიკა მთელს მსოფლიოში.

აქციის მოწყობის ყველა მეთოდი, რომელსაც OccupyWallStreet-ის აქტივისტები მიმართავენ, აღებულია არაბული ქვეყნების გამოცდილებიდან: უზარმაზარი პროპაგანდა ინტერნეტში (მათ შორის Anonymous-ის ჰაკერთა დახმარებით), პროტესტანტთა ყველა მოქმედების კოორდინირება სოციალური ქსელების მეშვეობით, უზარმაზარი მიტინგის მოწყობის გეგმა უზარმაზარი საკარვო ქალაქის გაშლით უოლ-სტრიტზე, საველე სამზარეულობი და ბარიკადები - აი, საბრძოლო არსენალის ის არასრული სია, რომლის გამოყენებასაც აპირებენ უოლ-სტრიტზე "პროტესტანტები". მიუხედავად იმისა, რომ აქცია "მშვიდობიანია", პროტესტანტები მზად არიან პოლიციასთან შეჯახებისთვის.

აქციის მომავალი მონაწილეები დღეს, ინტერნეტ-ფორუმებში თავდავიწყებით განიხილავენ საკითხებს, თუ როგორ უნდა შეეწინააღმდეგონ სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის ერთ ერთი უმთავრესი ქალაქის ქუჩებში. მაგალითად, ანონიმ ხაკერთა ორგანიზაცია Anonymous, მხარს უჭერს გლობალურ კამპანიას, რომლის არსი ლონდონის, ნიუ-იორკის, მადრიდის და პარიზის უმთავრესი საფინანსო ცენტრების ერთდროულ, მშვიდობიან საპროტესტო პიკირებაში მდგომარეობს, რომელიც 17 სექტემბერს უნდა გაიმართოს. ანონიმმა ჰაკერებმა თავიანთი აკაუნტის @anonops დახმარებითა და ქეშტეგ "occupywallstreet"-ის მეშვეობით ტვიტერში დატოვეს შეტყობინებები, სადაც ყველა თავიანთ მომხრეს აშშ-ს ფინანსურ ცენტრთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

S17 (17 სექტემბერი) კამპანია, რომელიც ანტიმომხმარებლურმა ორგანიზაციამ Adbusters-მა დაიწყო ამტკიცებს, რომ "მოცემული კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალას იკრებს". "იგეგმება ნიუ-იორკის, მადრიდის, მილანის, ლონდონის, პარიზისა და სან-ფრანცისკოს საფინანსო რაიონების ერთდროული, მშვიდობიანი "დაპყრობა". ცოტათი თუ გაგვიმართლებს, ჩვენ განვავრცობთ მონაწილე ქალაქების სიას", - წერენ Adbusters თავიანთ ბლოგში.

"თუ გავაერთიანებთ არაძალადობას, პრინციპულობას და ბრძნულ სტრატეგიას, S17 შესძლებს გლობალური რევოლუციის დაწყებას, რომელზეც ყველანი დიდი ხანია ვოცნებობთ... თუმცა, ეს ასე მარტივად არ მოხდება.

ერთის მხრივ საინტერესოა რას შეიძლება მიაღწიონ პროტესტანტებმა? არსებული ხელისუფლების შეცვლას? ნაკლებად სავარაუდოა. ასწიონ თავიანთი რეიტინგი ხალხში? შესაძლებელია. მაგრამ ვინ ასწევს? ანტიმომხმარებლური საზოგადოება თუ Anonymous-ის ჰაკერები? რას მოიმოქმედებენ თვით ჰაკერები? აქციაზე ნიღბებით გამოვლენ თუ მხარს დაუჭერენ მას თავიანთი უსაყვარლესი მეთოდებით?

მეორეს მხრივ კი, საინტერესოა როგორ მოხდება ეს ყოველივე და როგორ მოიქცევა ამერიკის ხელისუფლება. მიაყურადებს თუ არა ის ამერიკელი მოქალაქეების პროტესტს? გამოიყენებს თუ არა ძალისმიერ მეთოდებს? მიჰყვება თუ არა მსოფლიო საზოგადოების რეკომენდაციებს, საკუთარი თავი აღიაროს "არალეგიტიმურ ხელისუფლებად" და მკვირცხლად გადადგეს? თუ წყლის ჭავლების მიშვებას, დანგრევასა და დარბევას დაიწყებს?
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 887 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: