მელ გიბსონი და კომპანია Warner Bros. ერთობლივად გეგმავენ გადაიღონ ფილმი ისრაელის გმირისა და რელიგიური ხატის - იუდა მაკაბელის შესახებ. ძველი აღთქმის თანახმად, ის ხელმძღვანელობდა ებრაელთა აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს ჯარის წინააღმდეგ, რომელსაც იუდეველობის ამოძირკვა და მის ადგილზე ბერძნული კულტის დაფუძნება სურდა. მაკაბელმა შესძლო ბერძენთა ჯარის დამარცხება და იუდეველთა ტაძარში ღმრთისთაყვანისცემის სიწმინდის აღდგენა.
როდესაც ბოლო ჟამისა და ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები იმდენად აშკარავდება, რომ უაზრო ხდება მისი უარყოფა, უსჯულოების საიდუმლო ძალები მრავალგვარ მანიპულაციას, ფაქტების გაყალბებასა და ტყუილებს მიმართავენ მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად. ასე, მაგალითად, ყოველკვირეულმა გაზეთმა "უიკლი უორლდ ნიუსმა" გამოაქვეყნა ვინჩენცო სარდის სტატია, რომელშიც მთელის ძალისხმევით არწმუნებს მკითხველს, რომ ანტიქრისტე სულაც არ არის საშიში პიროვნება...
რომის-კათოლიკური ეკლესია ვატიკანის მთავარი ასტრონომის პირით უცხოპლანეტელთა არსებობას აღიარებს. რა არის ეს, - სენსაცია თუ პროგრესი?... "უცხოპლანეტელი - ჩემი ძმაა" - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ვატიკანის გაზეთში ინტერვიუ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მთავარ ასტრონომთან. მამა ხოსე გაბრიელ ფიუნესი, რომელიც ვატიკანის ობსერვატორიას მეთაურობს, დასაშვებად მიიჩნევს სიცოცხლის არსებობას სხვა პლანეტებზეც...
NASA-მ უარჰყო თავისი მონაწილეობა გამოკვლევაში, რომლის თანახმადაც შესაძლოა კაცობრიობა უცხოპლანეტელებმა ამოწყვიტონ. ერთ ერთი სცენარის მიხედვით "უცხოპლანეტელები" შეიძლება შეშფოთებულნი იყონ ჩვენი ცივილიზაციის ექსპონენციალური ზრდით, რომლის შედეგადაც დედამიწის მოსახლეობა, "პრევენტიული" მოსაზრებებიდან გამომდინარე, განადგურებული იქნება.
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და კომპანია Google-მა გააერთიანეს ძალისხმევა ახალი პროგრამული უზუნველყოფის შესაქმნელად, რომელიც გამოიყენებს ინტერნეტში ნაპოვნ ინფორმაციას და მოახდენს მის ინტელექტუალურ ანალიზს კონკრეტული პიროვნებების მიზნებთან დაკავშირებით. Google და CIA მსგავს პროექტებზე ერთობლივად უკვე მუშაობდნენ.