შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » მულტფილმი "ღრუბელი ბობი" (SpongeBob) ბავშვებში ყურადღების დეფიციტის სინდრომს ავითარებს
1:49 PM
მულტფილმი "ღრუბელი ბობი" (SpongeBob) ბავშვებში ყურადღების დეფიციტის სინდრომს ავითარებს
მულტიპლიკაციური სერიალის "ღრუბელი ბობი კვადრატული შარვლის" გმირები პატარებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ, უფრო ნაკლები პოპულარობით კი მათ მშობლებში. ხმაურიანი მულტფილი არცთუ იშვიათად ხდება თავის ტკივილის წყარო. თუმცა, ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ პატარებს ის უფრო მეტად ავნებს.

ვირჯინიის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც მთელი რიგი გამოკვლევები ჩაატარეს ამ მულტფილმთან დაკავშირებით, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აუტანელი ხმაური და მულტფილმის პერსონაჟთა მოძრაობისა და მეტყველების უდიდესი სისწრაფე, 4 წლამდე ბავშვებში კონცენტრაციისა და ყურადღების დარღვევას იწვევს. სხვა სიტყვებით რომ პატარებს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა (დასავლური ტერმინოლოგიით ADHD) უვითარდებათ.

"მსგავსი გადაცემების ყურებისთანავე ბავშვებში მკვეთრად ეცემა სწავლის უნარი", - აცხადებენ გამოკვლევის ავტორები.

ექსპერიმენტის ჩარჩოებში ბავშვები დაჰყვეს ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფში, 4 წლის ასაკის 20 ბავშვს აყურებინეს სერიალი "ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი", ხოლო სხვა ჯგუფის ბავშვებს სხვა საბავშვო გადაცემები. პირველი ჯგუფის პატარებიდან უკვე 10 წუთის შემდეგ შეამჩნიეს ყურადღებისა და კონცენტრაციის დარღვევის ნიშნები. ეს ნიშნავს, რომ მათი ათვისებისა და სწავლის უნარი მკვეთრად ქვეითდება მსგავსი სახის მულტფილმების ყურებით.

თავის გასამართლებლად სერიალ "ღრუბელი ბობის" შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ეს მულტფილმი გათვალისწინებულია 6 წელზე მეტი ასაკის მოზარდთათვის. მაგრამ, როგორ ზეგავლენას ახდენს იგივე მულტსერიალი ექვსი წლის ასაკის ბავშვებზე ჯერ არავის შეუსწავლია. არ არის გამორიცხული, რომ შედეგი დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რაც ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 646 | დაამატა: ower | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: