შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » მანიაკი
7:01 PM
მანიაკი

"რასაც დავწერ, იმის გამო წინასწარ მინდა, ბოდიში მოვიხადო. ჩემს ტყავში რომ იყოს ვინმე, მიხვდებოდა, რომ სხვა გზა არა მაქვს.

ვიცი, არაფრის მომტანია და არ ვიცი, რისთვის ვწერ, მაგრამ ალბათ ხავსს ვეჭიდები. ვარ განმარტოებული, გარეუბანში, ძალიან იშვიათად გამოვდივარ სახლიდან, ისიც - ღამით ან გამთენიისას.

არავისთან ვკონტაქტობ, არც კაცთან და არც ქალთან. მხოლოდ ერთი პრობლემა მაქვს: არ მასვენებენ "ქრომოსომები" - ანუ მაქვს დაუძლეველი ფიზიკური ლტოლვა ქალების მიმართ, თორემ ისე, ათასი წელი, არც უგვანო ქალთა რასა მჭირდება და არც მასზე უარესი ან იმავენაირი კაცთა სქესი. არაფერი მჭირდება და არც მინდა. თუმცა ვაცნობიერებ, რომ ეს სწორი არაა და თუ სხვები ტყუიან ჩემთან,ალბათ, მეც არანაკლებ ვტყუი სხვებთან.

ამაზე საუბარს აზრი არა აქვს, არაფერი იცვლება და მე ყველაფრისგან მოკვეთილი ვარ ჩემივე ნებით. ამდენი წლის განმავლობაში განკვეთამ, იმან, რომ ქალს რამდენიმე მეტრითაც კი არ მივახლოებივარ, თვალებში არ ჩამიხედავს და ასე შემდეგ, თავისთავად, გადახრა გამოიწვია. ახლა მე მინდა მხოლოდ ერთი რამ - დავედევნო ქალს ქუჩაში, შევყვე სადარბაზოში შეუმჩნევლად, ბოდიში და, უკანალზე მაგრად მოვუჭირო ხელი და გავიქცე...

მხოლოდ ეს მინდა და ეს მომანიჭებს კმაყოფილებას. თუმცა არ ვიცი, რატომ (იმპოტენტი არ ვარ. ამას ისე გეუბნებით, რა ვიცი...), მაგრამ , რა თქმა უნდა, ამას არ ვაკეთებ სხვადასხვა მიზეზის გამო. ვთქვათ - შიში... კიდევ ის, რომ ვიცი, არასწორია ასეთი საქციელი. არც ბოროტი ვარ და არ მინდა, ვიღაცას უსიამოვნება მივაყენო, შევაშინო (მე უფრო მეშინია მათი, მაგრამ ეგ ხომ მათ არ იციან?). მოკლედ, არ ვიცი, რისთვის ვწერ. გაბოროტებული ვარ საკუთარ თავსა და სამყაროზე და როცა ღამით ქუჩაში დავდივარ, ვტირი...

მინდა, ტერორისტი ვიყო, მიზეზი კი ასეთი მარტივია, ანუ ის, რაც დავწერე. ვერაფრით ვახერხებ, ნორმალურად დავეკონტაქტო ადამიანს. ალბათ არ მინდა ან არ და ვერ გამომდის. ისე, "ჩვეულებრივი" ვარ. ახლობლებმა იციან მხოლოდ ის, რომ ნამეტანი მორიდებული ვარ და ჩაკეტილი. არ მეტყობა, რომ ასეთი გიჟი ვარ. ექიმთან ნუ გამგზავნით და ნურც მოძღვართან. ახლა ვზივარ და თქვენ გწერთ, არავითარი იმედი არ მაქვს, რომ ამას ვინმე წაიკითხავს.

თუ ვინმემ წაიკითხა და მითხრა, შეგხვდები და ხელს მოგაკიდებინებო, ამას მეც არ ვიზამ, რადგან ვიმეორებ, მინდა, უცხოს დავესხა თავს და თან იმის შეგრძნება მქონდეს, რომ რაღაც აკრძალულს ვაკეთებ. მოკლედ, ვიცი, რომ რაღაც გადახრაა, მაგრამ მაინც ვებღაუჭები ადამიანებს და იქნებ რომელიმემ მოინდომოს, ხელი გამომიწოდოს, როგორც ადამიანმა და დამეკონტაქტოს. არ ვარ ისეთი გიჟი, როგორც ჩემი ნაწერიდან ჩანს.

პირიქით... თუმცა ალბათ ვერავის დავაჯერებ და ალბათ ჩემს თავსაც... სიმართლე მაინც ესაა და ფაქტები ამას ღაღადებს. მოკლედ, იმედი არ მაქვს (10 წელია, ვთხოვ ადამიანებს და არაფერს მისრულებენ. ესეც თავისებური ფენომენია ალბათ. მაგალითად, რომ ვკითხო, მონობარათი სად იყიდება-მეთქი? ამაზეც არ გამცემენ პასუხს; ან რომ ვთხოვო, წყალი დამალევინე-მეთქი, ამასაც არავინ შემისრულებს). მოკლედ, ვაცნობიერებ სხვების და ჩემი თავის მართლაც რომ ძაღლობას, მაგრამ მაინც ვცდილობ.

მგონია, ჩემზე უკეთესები არიან სხვები, მაგრამ ესეც არ დასტურდება. ახლა, ვინც ამას კითხულობს, დარწმუნებული ვარ, თავი ქერუბიმი ჰგონია ჩემთან შედარებით. ნუთუ ერთ ნაცნობს არ ვიმსახურებ, რომ 10-15 წუთით გავისეირნო (მეტი თვითონაც არ შემიძლია)?! ახლა მორალს ვკითხულობ და არ მაქვს უფლება, მაგრამ ამდენი წელია ვიტანჯები, როგორც კუბოში და ერთი რამე შემარჩინონ სხვებმაც - შენ შეიცვალეო, არ მითხრან.

ვერ ვიცვლები და ვშიშობ, მართლა მანიაკობამდე არ მივიდე. ვის რას დავუშავებ ამით, მაგრამ არ მინდა შერცხვენა, ციხეში ჯდომა და ის, რომ ვიღაცას უსიამოვნება მივაყენო (აქ არ იგულისხმება რამე ძალიან ცუდი. ვგულისხმობ "აბსურდულ" მანიაკობას - ქალებს რომ დასდევს და ხელებს უფათურებს... თფუ!). კარგად. ტყუილად არ შემაწუხოთ და ნუ მომწერთ. თუ ცუდი სიტყვის თქმა გინდათ, ჩათვალეთ, უკვე ვუთხარი ჩემს თავს. აგუ".
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 906 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: