შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 15 » მაიკლ ჯექსონი მოკლულია
11:55 PM
მაიკლ ჯექსონი მოკლულია
პათოლოგოანატომი ქრისტოფერ როჯერსი, რომელმაც 2009 წელს გარდაცვლილი მაიკლ ჯექსონის გაკვეთა ჩაატარა, სენსაციური განცხადებით გამოვიდა. ამასთან სოცქსელებში გავრცელდა გარდაცვლილი მომღერლის ახალი ფოტოებიც.

როჯერსმა მომღერლის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ჩვენება მისცა და სასამართლო სხდომაზე, რომელზეც ჯექსონის პირადი ექიმი კონრად მიურეი იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ჯექსონს არ შეეძლო, დამოუკიდებლად მიეღო „პროპოფოლი", რაც, ოფიციალური ვერსიით, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. პათოლოგოანატომმა ცალსახად განაცხადა, რომ „პოპ-მუსიკის მეფე" მოკლულია.

როჯერსის თქმით, მაიკლ ჯექსონი მისი ასაკის კვალობაზე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო: „მისი გულიც კი არ განიცდიდა ისეთ უარყოფით გავლენას, როგორსაც მისი ასაკის მამაკაცთა უმრავლესობაში ვხვდებით", - ამბობს ექიმი.

მომღერლის პირადი ექიმის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ ვერსია, რომ მაიკლ ჯექსონმა თვითონ შეიყვანა ვენაში „პროპოფოლის" სასიკვდილო დოზა. ამ ვერსიის პირველი მოწინააღმდეგე კი ქრისტოფერ როჯერსია, რომელიც მოვლენების ამგვარად განვითარებას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ალბათ, ის უფრო ახლოა რეალობასთან, რომ ექიმმა ვერ გათვალა იმ წამლის რაოდენობა, რომელიც მომღერალს მისცა"- ამბობს ექსპერტი.

სასამართლოს მაიკლ ჯექსონის ცხედრის ახალი ფოტოებიც წარუდგინეს, სადაც აღბეჭდილია, როგორ ამზადებენ ცხედარს აუტოფსიისთვის.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში 27 სექტემბერს დაიწყო და მასზე მომღერლის პირადი ექიმის ბრალეულობას იხილავენ.


კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 539 | დაამატა: ower | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: