შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » ლედი გაგამ ბილ კლინტონს დაბადების დღეზე აგინა
7:59 PM
ლედი გაგამ ბილ კლინტონს დაბადების დღეზე აგინა

კლინტონის ფონდის დაარსებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, გუშინ საღამოს კონცერტი გაიმართა. კონცერტზე რამდენიმე სიმღერა ეპატაჟურმა მომღერალმა ლედი გაგამაც შეასრულა.

დარბაზში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. კონცერტზე მომღერალი სიტყვითაც გამოვიდა.

"რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ამას თქვენი თანდასწრებით გავაკეთებდი, ალბათ არ დავიჯერებდი. ახლა კი მინდა, ერთი კარგად შეგაგინოთ", - განაცხადა ლედი გაგამ და თავისი ”fuck you” უცენზურო ჟესტით, შუა თითის მაღლა აწევით დაასრულა.

გარდა ამისა, გაგამ თავის წარსულზეც ისაუბრა.

"მე ახლა 25 წლის ვარ და ზუსტად 4 წლის წინ ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობდი. ვიჯექი და ყოველდღე ვლოცულობდი და ვიმედოვნებდი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს დაეჯერებინა ჩემთვის, თუნდაც ერთს ეწამა ჩემი. აი სწორედ ეს არის ამერიკული ოცნება, რომელიც ძალიან მიყვარს", - განაცხადა პოპ-ვარსკვლავმა.

კლინტონის ფონდის 10 წლისთავის გარდა, საზოგადოებამ ყოფილი პრეზიდენტის 65-ე დაბადების დღეც აღნიშნა.


კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 441 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: