შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 18 » "იმედის ხელი"
5:30 PM
"იმედის ხელი"

სულ ცოტა ხნის წინ ფეისბუქსე გავრცელებულმა ორმა ფოტომ,საზოგადოება შეძრა, ეს არის ფრაგმენტი უნიკალური ოპერაციისა, რომელიც 1999 წლის აგვისტოში ჩატარდა.პროფესორმა ჯოზეფ ბრუნერმა ნეშვილის სამედიცინო ცენტრში 21 კვირის ფეხმძიმე ჯულია არმასს უნიკალური ოპერაცია გაუკეთა - ნაყოფს ხერხემალზე წანაზარდი ჰქონდა, რომელიც მის განვითარებას ხელს უშლიდა და ჩვილი დაბადებამდე დაიღუპებოდა. ჯულიამ შემთხვევით გაიგო სასწაულმოქმედი პროფესორის, ჯოზეფ ბრუნერის შესახებ და გადაწყვიტა, მისთვის მიენდო პატარას ბედი. პროფესორმა საშვილოსნოს გარსი გახვრიტა და ლაპარასკოპიული მეთოდით უნიკალური ოპერაცია გააკეთა, რის შემდეგ ქალის ორსულობა ჩვეულებრივ გაგრძელდა და 1999 წლის 2 დეკემბერს პატარა სამუელი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.არმასების ოჯახში ამბობენ, რომ სამუელი ორჯერ მოევლინა ქვეყნიერებას - პირველად "სადაზვერვო ოპერაცია" ჩაატარა, ხელი დაგვიქნია და გაუჩინარდა, სამყაროს კი მხოლოდ მას შემდეგ ეწვია, როდესაც დედას ორსულობის ვადა ამოეწურა. სამუელი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას გახდა ცნობილი და მისი ბედით დღემდე დაინტერესებულია მსოფლიო. ბიჭუნას პოპულარობა კი მიხეილ კლანსის უნიკალურმა ფოტომ განაპირობა - ოპერაციის დასასრულს პროფესორი ფრთხილად აბრუნებს პაწია სამუელის ხელს საშვილოსნოში! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ნაყოფი ექიმს ხელზე ებღაუჭება. ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, ფაქტისთვის კიდევ უფრო სენსაციური ელფერი მიეცათ და განაცხადეს, პაწიამ ასე გადაუხადა მხსნელს მადლობაო, ამიტომ ფოტოს "იმედის ხელი" დაარქვეს
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 377 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: