შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
კარგი დიზაინია ?
სულ პასუხი: 17
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 19 » აშშ-ს ებრაელი ლიდერები იუდა მაკაბელის შესახებ მელ გიბსონის ახალ ფილმს აპროტესტებენ
4:03 PM
აშშ-ს ებრაელი ლიდერები იუდა მაკაბელის შესახებ მელ გიბსონის ახალ ფილმს აპროტესტებენ

აშშ-ს ებრაელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ფილმი ძველაღთქმისეულ მეომარ იუდა მაკაბელზე, რომელშიც მელ გიბსონი მიიღებს მონაწილეობას შესაძლოა იყოს ანტისემიტური.

გიბსონი და კომპანია Warner Bros. ერთობლივად გეგმავენ გადაიღონ ფილმი ისრაელის გმირისა და რელიგიური ხატის - იუდა მაკაბელის შესახებ. ძველი აღთქმის თანახმად, ის ხელმძღვანელობდა ებრაელთა აჯანყებას ანტიოქოს ეპიფანეს ჯარის წინააღმდეგ, რომელსაც იუდეველობის ამოძირკვა და მის ადგილზე ბერძნული კულტის დაფუძნება სურდა. მაკაბელმა შესძლო ბერძენთა ჯარის დამარცხება და იუდეველთა ტაძარში ღმრთისთაყვანისცემის სიწმინდის აღდგენა.

სცენარს ფილმისთვის დაწერს ჯო ესტერჰაზი, რომელიც ცნობილია ისეთი ნამუშევრებით, როგორიცაა: "ძირითადი ინსტინქტი", "შოუგერლზ" და "მუსიკალური ზარდახშა".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიბსონი, რომელიც არაერთხელ დაადანაშაულეს ანტისემიტიზმში, ფილმში შეასრულებს მთავარ როლს (ის განასახიერებს იუდა მაკაბელს) და ამავდროულად იქნება ფილმის რეჟისორიც, უკვე მძაფრი პოლემიკის საგანი გახდა ებრაულ საზოგადოებაში.

"იუდა მაკაბელი უკეთესს იმსახურებს. ის არის როგორ იუდეველთა, ასევე საერთაშორისო გმირი, რომელიც ჩაება ბრძოლაში რელიგიური თავისუფლებისთვის. კარიკატურა იქნება, თუ ადამიანი, რომელსაც არავითარი პატივისცემა არ ამოძრავებს მის მიმართ და პატვის არ მიაგებს სხვა ადამიანთა რელიგიურ შეხედულებებს, გადაიღებს ფილმს მისი ისტორიის შესახებ", - განაცხადა ანტიდიფამაციური ლიგის დირექტორმა აბრამ ფოქსმანმა, რომელმაც 2004 წელს ასევე გააკრიტიკა მელ გიბსონის ფილმი "ქრისტეს ვნებანი".

თავის მხრივ, ფილმის გადაღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ლოს-ანჟელესში ტოლერანტობის მუზეუმის დამაარსებელი და მეთაური სიმონ ვიზენტალი და რაბინი მარვინ ჰეირი. მათი სიტყვებით, ახალი პროექტი შეიძლება ჩავთვალოთ მელ გიბსონის ახალ დარტყმად ებრაელი ხალხის წინააღმდეგ.

"მელ გიბსონმა მხოლოდ ებრაელთა მიმართ ანტაგონიზმი და უპატივცემობა გამოამჟღავნა. ჯერ კიდევ "ქრისტეს ვნებებში" ებრაელთა სახის დახატვით გამოამჟღავნა მან თავისი ანტისემიტური მსოფლმხედველობა. მე იმ ებრაელებს ვგულისხმობ, რომლებმაც არ მიიღეს ქრისტე. ყველა მათგანი იდიოტებად, კლოუნებად და ტირანებად არიან გამოყვანილნი. ასეთი პორტრეტი არასამართლიანია", - განმარტავს ჰეირი.
მან ასევე გააკრიტიკა სტუდია Warner Bros.-ი, რომელიც დასთანხმდა ფილმის დისტრიბუციას. Warner Bros.-ი დიდ შეცდომას უშვებს. ადამიანთა უმეტესობა, რომელიც ნახავს ფილმს იუდა მაკაბელის წინააღმდეგ, - ებრაელთა საზოგადოებიდან იქნება. და, რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ ებრაული საზოგადოება არ წავა ამ ფილმის სანახავად", - გამოხატა თავისი უკმაყოფილება რაბინმა და ხაზი გაუსვა, რომ მელ გიბსონისადმი, როგორ მსახიობისა და რეჟისორისადმი პრეტენზია არა აქვს.

"დაწერა კი მან სტატია, სადაც განმარტავდა თავის პოზიციას, ან ეცადა კი უკეთ გაერკვია ჰოლოკოსტის შედეგები, იქნებ ევროპაში წასულიყო და ენახა საკონცენტრაციო ბანაკები? არავინ ამბობს, რომ ადამიანი არ იმსახურებს მეორე შანსს. მაგრამ მან არაფერი იღონა. ის სრულიად შეუფერებელია ებრაელი გმირის, იუდა მაკაბელის როლისთვის", - განაცხადა მან.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1001 | დაამატა: ower | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: